გიორგი ტყემალაძემ 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან, დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე ვერეს ხეობაში, 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო, მემორიალი ყვავილებით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო. აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

ამასთან, გიორგი ტყემალაძემ ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

„7 წელი გავიდა 13 ივნისის სტიქიის დროს დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ. გარდა იმისა, რომ დაიტბორა თბილისის ქუჩები, დაზიანდა ინფრასტრუქტურა, მოვარდნილმა წყალმა ჩვენი 21 თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. ამ ტრაგედიის დროს, ქართველი ხალხი გაერთიანდა და ჩვენ ერთად შევძელით სტიქიის შემოტევის დამანგრეველი შედეგების აღმოფხვრა. განსაკუთრებით დასაფასებელია ახალგაზრდების უზომო აქტიურობა, რომლებიც მყისიერად ჩაერთნენ წყალდიდობის წინააღმდეგ ბრძოლაში და მაქსიმალურ დახმარებას უწევდნენ სამაშველო სამსახურს.

ასევე მადლობას ვუხდი ყველა იმ სტრუქტურების წარმომადგენლებს, მოხალისეებს, რომლებიც მონაწილეობდნენ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს და ვიზიარებ მათ უდიდეს მწუხარებას“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, გიორგი ტყემალაძე კახა კალაძესთან ერთად, „მზიურში“ 13 ივნისის სიმბოლოს, „ბეგის“ ქანდაკების გახსნას დაესწრო. სკულპტურის ავტორი მოქანდაკე ერეკლე წულაძეა, რომელმაც მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა.

ცნობისთვის, 2015 წლის 13 ივნისის მდინარე ვერეს ხეობაში წყალდიდობას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, ასობით კი დაზარალდა. სტიქიამ გაანადგურა საცხოვრებელი სახლები, მთლიანად დაიტბორა „მზიურისა“ და ზოოპარკის ტერიტორია.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა