GIPA-ს სტუდენტებმა საერთაშორისო პროექტში “ევროპის ხმა” მიიღეს მონაწილეობა

GIPA-ს ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლის სტუდენტებმა და ლექტორებმა, საერთაშორისო რადიო პროექტში “Europe On Air (EUROA)” მონაწილეობა წელს უკვე მეცხრედ მიიღეს, რომელიც ამჯერად ავსტრიის დედაქალაქში, ვენაში გაიმართა.

ინფორმაციას ამის შესახებ GIPA ავრცელებს.

მათივე ცნობით, “Europe On Air”-ის ფარგლებში ევროპის რამდენიმე ქვეყნის (ავსტრია, ბელგია, ფინეთი, ესპანეთი, ბულგარეთი, საქართველო) ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები, ყოველ წელს სხვადასხვა ქალაქში იკრიბებიან და მასპინძელი ქვეყნისთვის აქტუალურ თემაზე რადიო გადაცემას ამზადებენ. წლევანდელი გამოშვების თემა იყო მდგრადი განვითარება და ინოვაცია - გარემოს დაცვასთან მიმართებაში.

„პროექტის მონაწილეებს მდგრადი განვითარებისა და გარემოს დაცვასთან მიმართებაში ინოვაციების შესახებ საინტერესო ინფორმაცია მოწვეულმა სტუმრებმა: დომინიკ შრებერმა, ბარბარა შტეინბრუნერმა და თინა ჰოტაკაინენმა მიაწოდეს. სტუდენტებმა ქალაქის “გონიერ” (Smart City) ნაწილშიც იმოგზაურეს, სადაც ისინი იმ ინოვაციურ შესაძლებლობებს გაეცნენ, რითიც ავსტრიის დედაქალაქი გლობალურ დათბობას უპირისპირდება.

შემდეგი ეტაპი კი უკვე მეტორებთან ერთად თითოეული ჯგუფის მიერ მოსამზადებული აუდიო ამბისთვის კვლევა, ინტერვიუების ჩაწერა, ბოლოს კი მონტაჟი იყო. მუშაობა ინტენსიურად, ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროექტის ბოლოს მომზადებული მასალები ერთსაათიან გადაცემაში გაერთიანდა და სტუდენტური რადიოს Radish 91.3 FM ეთერში გავიდა. გადაცემის მოსმენა ამ ბმულზეა შესაძლებელი: https://www.radio-radieschen.at/global-warming-in-urban-areas/?fbclid=IwAR28dAm4HC3QA_yWBte-bNfrtAB_sSjHN1GZ2N9IRr4YmyMy8Idy0g-qFrU,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

GIPA-ს ჟურნალისტიკის სკოლის ლექტორი თიკო ნაჭყებიას თქმით, პროექტმა სტუდენტებს მდგრადი განვითარებისა და გარემოს დაცვასთან მიმართებაში ცნობიერების ამაღლებასთან ერთად, ევროპის სხვა ქვეყნების რადიო წარმოების თავისებურებებთან გაცნობისა და საკუთარი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობაც მისცა.

“არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო მომავალ კოლეგებთან დამეგობრება და პოდკასტებზე მუშაობასთან ერთად მასპინძელი ქალაქის გაცნობაც”,- აღნიშნა თიკო ნაჭყებიამ.

პროექტის ერთ-ერთი მონაწილე გიგა ბერუაშვილის თქმით, შერეულ ჯგუფებში მუშაობისას, მას საშუალება მიეცა უკვე არსებული ცოდნაც გამოეყენებინა და ავსტრიელი, ფინელი და ბელგიელი თანაგუნდელებისგან ბევრი ახალიც ესწავლა.

საქართველოდან ჩასული გუნდის კიდევ ერთი წევრი, ილია სადღობელაშვილი პროექტის პრაქტიკულ მრავალფეროვნებაზე საუბრობს.

“ერთი კვირის მანძილზე სხვადასხვა პოზიციაზე მომიწია მუშაობა (ჟურნალისტი, მემონტაჟე). რამაც, როგორც პერსონალური, ასევე პროფესიული კუთხით განვითარების საშუალება მომცა”, - ამბობს გუნდის ერთ-ერთი წევრი.

“ეს პროექტი შესანიშნავი საშუალებაა გაიცნო შენი უცხოელი კოლეგები, გაიუმჯობესო უნარ-ჩვევები და ამავდროულად შეიცნო ავსტრიული კულტურა“, - აცხადებს ფინელი სტუდენტი იანი კურვინენი.

GIPA-ს პროფესორის თიკო ცომაიას თქმით, პროექტს “Europe on Air” ორი წლის წინ GIPA-მ თბილისში უმასპინძლა.

პანდემიის გამო ორწლიანი პაუზისა შემდეგ ვენაში ჩასვლა წელს საერთო ძალისხმევითა და ერასმუსის მობილობის წყალობით მოხერხდა.

“პროექტის აქტუალობა ყოველწლიურად იზრდება, რადგან კულტურათაშორის თანამშრომლობას, სტუდენტებსა და მასწავლებლებს შორის და ზოგადად ხალხთა შორის სიმართლის გაზიარების იდეა უალტერნატივოა“, - განაცხადა თიკო ცომაიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა