გენადი არველაძემ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ქვეყნებს მოუწოდა, ერთობლივად იმუშაონ მრავალმხრივი სავაჭრო სისტემის გაუმჯობესების მიმართულებით

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, რომელიც ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (ვმო) რიგით მე-12 მინისტერიალში მონაწილეობს, მოხსენებით გამოვიდა და მრავალმხრივი სავაჭრო სისტემების გამოწვევებზე ისაუბრა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა როგორც კოვიდ პანდემიის, ასევე რეგიონში შექმნილი რთული გეოპოლიტიკური ვითარების გავლენის, მათ შორის, რუსეთ - უკრაინის ომის შესახებ გლობალურ ეკონომიკაზე, ასევე მიმდინარე სავაჭრო-ეკონომიკურ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც მსოფლიო აღმოჩნდა. მისი თქმით, გლობალური მიწოდების ჯაჭვების გაუარესებამ, სატრანსპორტო ხარჯების ზრდამ და სხვა დაკავშირებულმა მიზეზებმა, მაღალი ინფლაცია და სამომხმარებლო ფასების სწრაფი ზრდა განაპირობა.

გენადი არველაძემ მოუწოდა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრებს, გაააქტიურონ საქმიანობა მრავალმხრივი სავაჭრო სისტემების მუშაობის გაუმჯობესების მიმართულებით. მისი თქმით, მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით და ისეთი ორგანიზაციის ქოლგის ქვეშ, როგორიცაა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია, შესაძლებელია დღეს არსებული გამოწვევების დაძლევა. მინისტრის მოადგილის თქმით, ამ ფონზე მნიშვნელოვანია ვმო-ს რეფორმირება თანამედროვე ამოცანების გათვალისწინებით.

საქართველოს დელეგაცია, რომელსაც გენადი არველაძე ხელმძღვანელობს, ვმო-ს მინისტრიალის ფარგლებში, ორმხრივ შეხვედრებს გამართავს სხვადასხვა ქვეყნების დელეგაციებთან.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა