მარიამ ჯიშკარიანი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე - არა მარტო არაადეკვატური მკურნალობის, არამედ არაადამიანური მოპყრობის და მართვის შედეგია

ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა აუცილებელია.

როგორც მარიამ ჯიშკარიანმა მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილს ტრავმა კისრის მიდამოში აქვს, რაც მისი თქმით, შესაძლოა, ნომერ მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის დროს მიიღო.

,,ჯანმრთელობის მდგომარეობის თვალსაზრისით, მე შემიძლია იგივე ვთქვა, რომ სამწუხაროდ საქართველოში ამის გამოცდილება არ არის, ეს არაადეკვატურმა მკურნალობამაც დაადასტურა და უპრიანი იქნება მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა ისეთ კლინიკაში, სადაც ასეთი პაციენტების მართვის გამოცდილება ექნებათ და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის უფრო ეფექტური იქნება.

დასკვნაში მრავალი ფაქტორი იქნება განხილული, მათ შორის, ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა ის, თუ რამ გამოიწვია ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, რომ ეს არა მარტო არაადეკვატური მკურნალობის, არამედ არაადამიანური მოპყრობისა და მართვის შედეგია.

შესაბამისად, შვიდი თვის განმავლობაში ჩვენი არც ერთი რეკომენდაცია გათვალისწინებული არ იქნა.

ექსპერტიზაში ჩართულია ნეიროქირურგი და გამორიცხული არ არის, რომ მე-18 დაწესებულებაში გადაყვანისას კისრის მიდამოში ტრავმული დაზიანებები მიეღო და ეს შედეგები ,,მრტ" (მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია) კვლევაშიც ასახულია. სწორედ იქ ბევრი ნიუანსია, რაც ადასტურებს რომ მკურნალობა, მართვა და ადამიანის მიმართ მოპყრობა არასათანადოა და ეს მის ჯანმრთელობის მდგომარეობას გარკვეული პროფილით ამძიმებს.

შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ სააკაშვილის გადაყვანა აუცილებელია", - განაცხადა ჯიშკარიანმა.

ცენტრ ,,ემპათიას" ხელმძღვანელმა ექსპერტიზის საბოლოო დასკვნაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ვერ დააკონკრეტებს ზუსტ თარიღს, თუმცა მისი თქმით, დასკვნა მულტიპროფილური იქნება, რადგან ექსპერტიზაში გერმანელი ექიმიც ჩაერთო.

,,ზუსტად ვერ გეტყვით, როდის დაიდება დასკვნა, რადგან თქვენ იცით, რომ ექიმი გერმანიიდანაცაა ჩართული და მის მოსაზრებებსაც ველოდებით. შესაბამისად, უახლოეს მომავალში მულტიპროფილური ექსპერტიზის დასკვნა იქნება",- განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო