ანონსი  14 ივნისი

14 ივნისს, 10:00 საათზე, სემეკისა და სემეკთან ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ რეგიონული ენერგეტიკული კონფერენცია - „ინვესტიციები და დავის გადაწყვეტის ალტერნატიული გზები ენერგეტიკაში“ გაიმართება.

14 ივნისს, 11:00 საათზე, თბილისის მთავრობის სხდომა გაიმართება.

საკონტაქტო: ლანა ქარდავა - 577 15 85 72

14 ივნისს, 12:00 საათზე, სასტუმრო რუმსში (დარბაზი „გარდენ ჰოლი“), „ევროპის ფონდის“ კვლევის - „საქართველოს მედია გარემოს შეფასება, 2021“ პრეზენტაცია გაიმართება.

საკონტაქტო: ნანა წიქვაძე - 593 13 47 42

14 ივნისს, 12:00 საათზე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: ევროინტეგრაციის გზა/შესაძლებლობები და შეფასებები.

მის: ქუთაისი (პირველი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია)

საკონატქტო: ირაკლი გაბისონია - 555 60 26 34

14 ივნისს, 12:00 საათზე, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

14 ივნისს, 12:00 საათზე, პარტია „დროას“ დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია სანქციების თემაზე ბრიფინგს გამართავს.

მის: მცხეთის ქუჩის #49

14 ივნისს, 14:00 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

14 ივნისს, 15:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში,ნარკორეალიზატორების დაკავებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართება.

მის: გულუას ქუჩა N10

14 ივნისს, 15:00 საათზე, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI) და „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ (SJC), სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის „გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ“ ფარგლებში მართლმსაჯულების საკითხებზე საჯარო დისკუსიას მართავს.

შეხვედრის სპიკერები იქნებიან: საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მაია კოპალეიშვილი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი, ადვოკატი ზვიად კორძაძე და სხვები.

მის: საქართველოს უნივერსტეტის IV კორპუსი, მე-5 სართული #519 ოთახი.

14 ივნისს, 16:00 საათზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2022-2023 წლების ფინანსური აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმის შესარჩევი საკონკურსო კომისიის პირველი საორგანიზაციო სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

14 ივნისს, 17:00 საათზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტო, ალგეთის ეროვნულ პარკში, წალკის კანიონის პანორამული ხიდის გახსნის ღონისძიებას გამართავს.

მის: წალკის მუნიციპალიტეტი, მდინარე ხრამის ხეობა, სოფელ დაშბაშის მიმდებარე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა