ლევან დავითაშვილი - რეგიონის მიმართ გაჩენილი მაღალი რისკების მიუხედავად, საქართველო ინვესტორებისთვის კვლავ მიმზიდველ საინვესტიციო პარტნიორ ქვეყნად რჩება

გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, რეგიონში შექმნილი გაურკვევლობის მიუხედავად, რომელიც ეკონომიკაზე აისახება, საქართველოში ვინარჩუნებთ, ერთი მხრივ, სიმშვიდეს და მეორე მხრივ, მაღალ ნდობას ბიზნესის მხრიდან ჩვენი ეკონომიკის მიმართ, ამის დასტურია 2022 წლის პირველი კვარტლის მონაცემები, რომლის მიხედვით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რეკორდული ზრდა ფიქსირდება, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ლევან დავითაშვილმა თქმით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 4-ჯერ მეტია წინა პერიოდთან შედარებით - მისი ოდენობა 435.7 მლნ. აშშ დოლარით არის გაზრდილი და და რეკორდულ მაჩვენებელს - 568.2 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს.

„ეს მიუთითებს, რომ რეგიონის მიმართ გაჩენილი მაღალი რისკების მიუხედავად, საქართველო ინვესტორებისთვის კვლავ რჩება მიმზიდველ საინვესტიციო პარტნიორ ქვეყნად", - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

მისივე ინფორმაციით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განსაკუთრებით მაღალი ზრდა გვაქვს ევროკავშირიდან, აშშ-დან, თურქეთიდან, ჩინეთიდან და ნიდერლანდებიდან. ლევან დავითაშვილის თქმით, ეს ქვეყნები საქართველოს მთავარი ინვესტორები არიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა