№8 პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან ადვოკატის ვიზიტის წინასწარ დაჯავშნის ელექტრონული პორტალი ამოქმედდა

ადვოკატები, რომლებისთვისაც წინასწარ არის ცნობილი მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან ვიზიტის საჭიროება, ელექტრონული პორტალის საშუალებით შეძლებენ ვიზიტის წინასწარ დაჯავშნას, რაც უზრუნველყოფს ადვოკატისა და მისი კლიენტის შეხვედრის ორგანიზებულობასა და დროულობას. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, იმ ადვოკატებს კი, ვისაც კლიენტთან შეხვედრის საჭიროება მოულოდნელად წარმოეშობა ან/და სხვა ნებისმიერი მიზეზით ვერ დაჯავშნის ვიზიტს, ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან შეხვედრა აქამდე არსებული სტანდარტული პროცედურის გავლით შეეძლებათ.

სამინისტროს ინფორმაციით, ელექტრონული დაჯავშნის სისტემის მუშაობას დღეს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე №8 პენიტენციურ დაწესებულებაში ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანთან ერთად გაეცნო.

„ვიზიტის დაჯავშნის ელექტრონული პორტალი ადვოკატებს შეუქმნის მეტ კომფორტს და შესაძლებლობას, მართონ საკუთარი შეხვედრების კალენდარი. პორტალის ეფექტიანად გამოყენება განტვირთავს ე.წ. ცოცხალ რიგსაც.

წინასწარი დაჯავშნის ელექტრონული პორტალი საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან თანამშრომლობის შედეგად ადვოკატთა ასოციაციამ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს (INL) ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა. ამ ეტაპზე პორტალი საპილოტე რეჟიმში №8 პენიტენციურ დაწესებულებაში მოქმედებს", - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა