მარნეულში ხორბლის სასელექციო-სადემონსტრაციო ღია კარის დღე გაიმართა

მარნეულის მუნიციპალიტეტში, ხორბლის სასელექციო-სადემონსტრაციო ღია კარის დღე შპს „ფირმა ლომთაგორას“ ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი დაესწრო.

„სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მარცვლეულის წარმოების განვითარებას, მოკლებული იქნება აზრს, რომ არა, ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, როგორიცაა თესლის წარმოების განვითარება, ახალ, მაღალპროდუქტიულ ჯიშებზე მუშაობა. ლომთაგორას მეურნეობაში სწორედ ხორბლის სათესლე მასალის გამოყვანა ხდება. საქართველოში უკვე გვაქვს ხორბლის ჯიშები, რომლებიც 7-8-10 ტონიან მოსავალს გვაძლევს. ვფიქრობთ, რომ ეს ნაბიჯები, ხელს შეუწყობს ჩვენი დამოუკიდებლობის ზრდას, არამარტო სათესლე მასალაზე, არამედ მთლიანად სასურსათო ხორბლის წარმოებაზე. სახელმწიფო გეგმავს და მომავალში განახორციელებს პროგრამებს, რომელიც ხორბლის და მარცვლოვანი კულტურების განვითარებაზე იქნება ორიენტირებული“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ღია კარის დღეზე წარმოდგენილი იყო, როგორც მსოფლიოს სასელექციო სახეობის, ასევე ქართული ადგილობრივი სელექციისა და ენდემურ-აბორიგენული ჯიშები.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის აპარატის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები და ადგილობრივი ფერმერები ესწრებოდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა