„თიბისი“ ბიზნესი მცირე მეწარმეებს მათ მოთხოვნებზე მორგებულ დაკრედიტებას სთავაზობს

„თიბისიმ” მცირე მეწარმეებისათვის ახალი პროდუქტი - „მინი ბიზნეს სესხი/მინი აგრო ბიზნეს სესხი“, შექმნა, რომლის მაქსიმალური ლიმიტი 50 000 ლარია. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თიბისი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პროდუქტი განკუთვნილია მცირე მეწარმეებისა და მცირე აგრო მეურნეობებისათვის (ხილ-ბოსტნის მაღაზიები, ბაზრობის ტიპის ობიექტებზე მოვაჭრეები, სტილისტები, აგრო მწარმეები და ა.შ.).

სესხი შესაძლებელია გაიცეს მცირე მეწარმეებზე ნებისმიერი მიზნობრიობით და უგირავნოდ. პროდუქტით სარგებლობისათვის აუცილებელია მსესხებელს ბიზნეს მიმართულებაში ჰქონდეს მინიმუმ 3 თვიანი გამოცდილება, ხოლო აგრო მეურნეობის შემთხვევაში მინიმუმ 1 სეზონი.

,,სესხის ვადა განისაზღვრება 3 თვიდან 60 თვემდე, დამოკიდებულია სესხის მიზნობრიობაზე და მსესხებლის რისკის პროფილზე. გრაფიკის დაგეგმვა ხდება მსესხებლის შემოსავლის მიხედვით, არასეზონური ბიზნესისათვის იგეგმება ყოველთვიური, თანაბარი გადახდები, ხოლო სეზონური ბიზნესისათვის, იგეგმება შემოსავალზე მორგებული გრაფიკი.

მარტივია ასევე პროდუქტით სარგებლობა, განაცხადის დაფიქსირებისა და სესხის აღების პროცესი. სასესხო განაცხადის დამუშავება ხდება ავტომატურ რეჟიმში და მსესხებლის ბანკში ვიზიტის გარეშე, მომხმარებელი პასუხს განაცხადის დაფიქსირებიდან რამდენიმე საათში მიიღებს. აგრეთვე გამარტივებულია ხელშეკრულებების დადასტურების პროცესი, შესაძლებელია, სესხის გაცემა დადასტურდეს SMS-ით, რაც ასევე ასწრაფებს, ამარტივებს სესხის გაცემის პროცესს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა