კახა კალაძე - მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასასრულს უახლოვდება

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯავახეთისა და ნაკაშიძე-ბოლქვაძის ქუჩებზე, ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასასრულს უახლოვდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მერის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მეტროს მიმდებარე ტერიტორია სრულად რეაბილიტირდა - მოეწყო სანიაღვრე ქსელი, დამონტაჟდა გარე განათების სისტემა LED სანათებით, საჰაერო ქსელები მიწის ქვეშ განთავსდა და სავალ ნაწილზე ასფალტის საფარი დაიგო. ასევე, გაფართოვდა და მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და სატრანსპორტო კუნძულები. სავალი ნაწილი დაიხაზა, დამონტაჟდა საგზაო ნიშნები. ტერიტორია მთლიანად ადაპტირდა შშმ პირებისთვის.

მისივე თქმით, ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით, მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებისთვის, ლითონის მოაჯირები მოეწყო.

„პროექტის განხორციელების შედეგად, გადაადგილება, როგორც ფეხით მოსიარულეთათვის, ასევე ავტომობილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, გახდა უსაფრთხო. გვახსოვს, რამდენად მძიმე მდგომარეობა იყო იქ, ტროტუარებზე უბრალოდ ფეხით გავლაც კი შეუძლებელი იყო, ტერიტორია დაკავებული ჰქონდათ გარემოვაჭრეებს. მინდა, ამ ადამიანებსაც მადლობა გადავუხადო, რადგან გაგებით მოეკიდნენ არსებულ სიტუაციას, ბაზრობის შიდა სივრცეში გადაინაცვლეს და იქ განაგრძობენ საქმიანობას“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა