„გოლდენ სტეიტი" „ბოსტონთან“ ფინალურ სერიაში დაწინაურდა

NBA-ის პლეი ოფის ფინალური სერიის მეხუთე შეხვედრა „გოლდენ სტეიტ უორიორსსა“ და „ბოსტონ სელტიკსს“ შორის გაიმართა. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 104:94 დასრულდა.

შეხვედრა სან-ფრანცისკოში, Chase Center-ის არენაზე გაიმართა.

ამ გამარჯვებით „გოლდენ სტეიტი“ ფინალურ სერიაში ანგარიშით 3-2 დაწინაურდა.

„ბოსტონის“ შემადგენლობაში საუკეთესო იყო ჯეისონ ტატუმი, რომელმაც 27 ქულით და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.

„გოლდენ სტეიტში“ ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი გახდა ამ გუნდის ფორვარდი, ენდრიუ უიგინსი. მის ანგარიშზეა ორმაგი დუბლი 26 ქულით და 13 მოხსნით.

შეგახსენებთ, აღნიშნული სერიის წინა დაპირისპირებაც „გოლდენ სტეიტმა“ ანგარიშით 104:91 მოიგო. ამ გუნდებს შორის შემდეგი თამაში 17 ივნისს, ბოსტონში, თბილისის დროით 5:00 საათზე გაიმართება.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
თორნიკე კორძაია - „ლიბერთის“ მთავარი ძალა ჩვენიანებშია!
„ვისოლ ჯგუფმა“ დღეს ერთდროულად „საბვეის“ კიდევ 3 რესტორანი გახსნა
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა