თბილისის მერია შშმ ბავშვებისთვის ხუთ პროგრამას ახორციელებს

14 ივნისი საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა. თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე იმ პროგრამებზე ისაუბრა, რომელსაც მუნიციპალიტეტი შშმ ბავშვებისთვის ახორციელებს.

მერის ინფორმაციით, თბილისის მერია ახორციელებს შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის პროგრამას, რომლის ფარგლებში, შშმ პირთა და მათი წარმომადგენელი ორგანიზაციების განცხადება/პროექტები ფინანსდება.

„თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური შშმ პირებისთვის არაერთ პროგრამას ახორციელებს. მინდა, გამოვყო რამდენიმე მათგანი, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია: პირველი, ეს არის „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაცის პროგრამა“ და დღეისთვის, ამ პროგრამით 1 550 ბავშვი და მოზარდი სარგებლობს; ასევე, მნიშვნელოვანია „შშმ ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების პროგრამა“, რომლის ფარგლებში, წელს 800 ლარის ღირებულების 2 300–მდე საკურორტო ვაუჩერი გაიცა. ვაუჩერის ფარგლებში, მშობელი თავად ირჩევს საქართველოში დასასვენებელ ადგილს, იქნება ეს მთის თუ ზღვის კურორტი და მერიის ვაუჩერის ფარგლებში იღებს მომსახურებას; მნიშვნელოვანია „სოციალურად დაუცველი 18 წლამდე ასაკის შშმ პირთა 800-ლარიანი დახმარების პროგრამაც“, რომლის ფარგლებში, ყოველწლიურად, 1 300-მდე პირი იღებს დახმარებას; გარდა ამისა, მერია ახორციელებს სოციალურად დაუცველი, მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უსინათლო პირთა დახმარების პროგრამას, რომლის ფარგლებში, წლის განმავლობაში 900-ლარიანი დახმარება გაიცემა. დახმარებას წელიწადში 623 უსინათლო პირი იღებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, შშმ პირები სხვა პროგრამების ფარგლებში დაფინანსებისას პრიორიტეტულ ჯგუფს მიეკუთვნებიან.

„ამასთან, შშმ პირები სხვა პროგრამების ფარგლებში დაფინანსებისას პრიორიტეტულ ჯგუფს მიეკუთვნებიან. ჩვენ ასევე ვმუშაობთ იმაზე, რომ მომდევნო წლიდან სიახლეები შემოვიტანოთ, ახალი პროგრამები განვახორციელოთ და ამ ადამიანებს მხარი დავუჭიროთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს