„საქსტატი“ პირველ კვარტალში ადგილობრივი ტურიზმის სტატისტიკას აქვეყნებს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 239.6 ათასით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 380.1 ათასი ერთეული შეადგინა.

„საქსტატის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 13.3%-ით მეტია 2021 წლის პირველი კვარტალის შესაბამის მონაცემზე.

„2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 626.7 ათასით განისაზღვრა, რაც 13.1 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. 2022 წლის პირველ კვარტალში ვიზიტორების 38.0 პროცენტი მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ამასთან, ქალების რაოდენობა ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 53.4 პროცენტს შეადგენდა. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 45.6 პროცენტი თბილისის მცხოვრებია, 11.0 პროცენტი მოდის ქვემო ქართლის რეგიონზე, 10.6 პროცენტი - იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით არის წარმოდგენილი. 2022 წლის პირველ კვარტალში ვიზიტების უმრავლესობა (51.9 პროცენტი) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით. საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა თბილისში (საშუალოდ 331.9 ათასი ვიზიტი თვეში) და იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 211.7 ათასი ვიზიტი თვეში). 2022 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 210.0 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 14.0 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაზრდილია 2.0 პროცენტით და 152.2 ლარს უტოლდება“, - ნათქვამია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირაკლი მელაშვილი - საფრთხე იმისა, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლა წინა პლანზე წამოვიდეს და ამან შეიწიროს ჩვენი ევროპული პერსპექტივა, ძალიან დიდია - არც ერთ აქტორს არ ეტყობა ქვეყანაში შემცირდეს პოლარიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 27.06.2022
სოფიო გრაკალიშვილი - მომხმარებელს ვურჩევდი დეტალურად შეადაროს რამდენიმე სადაზღვევო კომპანიის პირობები და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება
კახა ოქრიაშვილი - ივანიშვილის ღარიბაშვილი ქართველი ხალხის 90%-ს დესტრუქციულ ძალას უწოდებს!
საერთაშორისო ფორვარდინგული კომპანია "ტეპკო" განცხადებას ავრცელებს
„მაგნიტის“ მეხუთე გათამაშებაში მოგებული 100 000 ლარი - რა გეგმები აქვს გამარჯვებულ ოჯახს
Bitnet – კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო დაფინანსება მოიპოვა
დომუსის ახალი, მზიანი და ნათელი საცხოვრებელი კომპლექსი გაზაფხულის ქუჩაზე
„სილქ როუდ ჯგუფი“ ბიზნესმენ ლევან კაჭარავას გარდაცვალებას ეხმაურება
პირველი კრიპტო POS-ტერმინალი საქართველოშია