ლიეტუვის ელჩი საქართველოში, ანდრიუს კალინდრა ნინოწმინდის, ახალქალაქისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებს ეწვია

"მრავალეროვანი საქართველოს" ორგანიზებით, ლიეტუვის რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ანდრიუს კალინდრა, ლიეტუვის პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან არტურ ლუდკოვსკისთან და ეროვნული უმცირესობების დეპარტამენტის დირექტორთან ვიდა მონტვიდასთან ერთად ნინოწმინდის, ახალქალაქისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებს ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას "მრავალეროვანი საქართველო" ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ლიეტუველი სტუმრები მუნიციპალიტეტების თვითმმართველი ორგანოების, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ვიზიტის ფარგლებში, დიპლომატები ეწვივნენ SEREC-ის ოფისებსაც, სადაც გაეცნენ ცენტრების მუშაობას და კოორდინატორებისგან მიმდინარე პროექტების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

,,ანდრიუს კალინდრა და მისი თანმხლები პირები შეხვდნენ: ნინოწმინდაში მუნიციპალიტეტის მერს ანივარდ მოსოიანს, საკრებულოს თავმჯდომარეს ვაან აროიანს და საკრებულოს დეპუტატს ვაგინაკ არზრუმანიანს; ახალქალაქში მუნიციპალიტეტის მერს მელქონ მაკარიანს, საკრებულოს თავმჯდომარეს ნაირი ირიციანს, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ედუარდ აღასარიანს და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარეს სედა მელკუმიანს; მარნეულში მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ამირან გიორგაძეს, ასევე მერის პირველ მოადგილეს როინ დეკანოიძეს, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ტარიელ მამედოვს და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებს.

საუბრები შეეხო ერთი მხრივ ეთნიკური უმცირესობების წინაშე არსებულ გამოწვევებს, სახელმწიფო ენის შესწავლისა და ინტეგრაციის პროცესს, ასევე იმ დარგებს და სფეროებს, რომელთაც რეგიონებში განვითარების პერსპექტივა გააჩნიათ, მეორე მხრივ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შედეგად წარმოქმნილ ვითარებას, საგარეო გამოწვევებს და მათ გავლენას კავკასიის რეგიონში და დეზინფორმაციისა და პროპაგანდის უარყოფით შედეგებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან