განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების მიზნით საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და USAID კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია USAID-ის „ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის“ პროგრამასთან თანამშრომლობის ფარგლებში ენერგეტიკულ სფეროში არსებულ გამოწვევებსა და პერსპექტივებზე აქტიურ მუშაობას განაგრძობს, შესაბამისად, განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება BAG-ის ენერგეტიკის კომიტეტისა და USAID-ის წარმომადგენლების მთავარი სადისკუსიო თემა იყო. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრისას USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის მრჩეველმა ჯეიკ დელფიამ ენერგეტიკულ სექტორში არსებულ ბარიერებსა და განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ელექტროგენერაციის პროექტების პრიორიტიზაციაზე ისაუბრა.

კომიტეტის სხდომის ფარგლებში საუბარი იმ პრობლემებს შეეხო, რომელიც ელექტროგენერაციის ობიექტების დეველოპერები აწყდებიან, მათ შორისაა, წამახალისებელ სქემები, ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობა, ქსელთან დაერთება და ზოგადად, განჭვრეტადი ბიზნეს გარემო.

ასევე, მიმოხილული იქნა ქვეყანაში არსებული საკანონმდებლო ჩარჩო და მიმდინარე რეფორმა, რომელიც მნიშვნელოვან დახვეწასა და კორექტირებას საჭიროებს და რომლის სამუშაო პროცესშიც კერძო სექტორი აქტიურად მონაწილეობს.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის მონაწილეებმა ყურადღება ქვეყნის გრძელვადიან ენერგეტიკულ სტრატეგიაზე გაამახვილეს, რაც, თავის მხრივ, ენერგო უსაფრთხოებისა და ენერგო დამოუკიდებლობის მაღალი მაჩვენებლების მიღწევის მიზნებისთვის მნიშვნელოვანია. დასასრულს, სხდომა ინვესტორებთან სადისკუსიო რეჟიმში წარიმართა.

„კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით USAID-ის „ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის“ პროგრამას თანამშრომლობისთვის, რადგან მათი ჩართულობა და რეფორმის პროცესში მონაწილეობა, დაინტერესებულ მხარეებს შორის კომუნიკაციის პროცესს საგრძნობლად ამარტივებს. ვიმედოვნებთ, რომ ინვესტორები ენერგეტიკული სექტორის რეფორმის მიმდინარეობაში უფრო აქტიურად ჩაერთვებიან. შესაბამისად, დეველოპერების მიერ გაზიარებული მოსაზრებები პოლიტიკის დაგეგმვის მიზნებისთვის საყურადღებო უნდა იყოს, რადგანაც სწორედ ბიზნესის მიერ კონკრეტული პროექტების განხორციელებისას დანახული ცალკეული წინაღობის მოგვარება რეფორმის წარმატების მნიშვნელოვანი მაჩვენებელი უნდა გახდეს,“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი