შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2022 წლის გამოცდებისათვის აქტიური სამზადისი მიმდინარეობს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 2022 წლის გამოცდებისათვის აქტიური სამზადისი მიმდინარეობს.

NAEC-ის ინფორმაციით, გამოცდების ჩასატარებლად მთელი საქართველოს მასშტაბით 22 საგამოცდო ცენტრია შერჩეული.

მათივე ცნობით, 2022 წლის გამოცდებისათვის სულ რეგისტრირებულია 90 000-მდე გამოსაცდელი, მათ შორის, 41000-ზე მეტი აბიტურიენტი, 2500-ზე მეტი სტუდენტი, 9500-ზე მეტი მაგისტრანტი, 34500-ზე მეტი მასწავლებელი და მასწავლებლობის მსურველი.

ამ რაოდენობის გათვალისწინებით პასუხების ფურცლები და ფურცლები შავი სამუშაოსათვის, ასევე დამხმარე მასალა - რუკები და ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა მომზადდა. საგამოცდო ცენტრებისთვის მათი დასაწყობება მიმდინარეობს.

„ცენტრების მიხედვით ჰიგიენური მოხმარებისთვის საჭირო ინვენტარიც განაწილდა. ხმის გამაძლიერებლები, ყურსასმენები, კალმები, საინფორმაციო პლაკატები, გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გასაწევად თითოეული ცენტრისთვის საჭირო მედიკამენტები შემოწმდა და ცენტრებში გასაგზავნად უკვე მზადაა. ამჟამად სპეციალური პროგრამის მეშვეობით გამოსაცდელების განაწილება მიმდინარეობს.

შემოწმდა და სპეციალური პროგრამით ყველა ის კომპიუტერი აღიჭურვა, რომლებიც 2022 წლის გამოცდებისათვის იქნება გამოყენებული. მათ შორის, უცხოური ენების მოსმენის დავალებებისათვის საჭირო კომპიუტერებიც. მომზადების პროცესშია საგამოცდო სერვერებიც.

ზემოხსენებული ინვენტარი საგამოცდო ცენტრებში გამოცდების დაწყებამდე 10 დღით ადრე გაიგზავნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სამზადისი უშუალოდ საგამოცდო ცენტრებში გადაინაცვლებს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მოამზადა და ტესტირების შედეგად ის მეთვალყურე-კურატორები შეარჩია, რომლებიც ცენტრის სხვა თანამშრომლებთან ერთად პროცესს საგამოცდო ცენტრებში ადგილზე წარმართავენ. საგამოცდო ცენტრების მიხედვით ადმინისტრატორ-კოორდინატორები, IT მენეჯერები, თანაშემწეები და სხვა ტექნიკური პერსონალი, რომლებიც პროცესში ადგილზე ჩაერთვებიან, უკვე შერჩეულია.

2022 წლის საგამოცდო პროცესის დროულად, შეუფერხებლად და გამჭვირვალედ წარმართვის მიზნით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლები მუშაობას კვლავ აგრძელებენ.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის გამოცდები 4 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს