ზაზა ვაშაყმაძემ და კახაბერ ლაბუჩიძემ საკრებულოს 72 თანამშრომელს სერტიფიკატები გადასცეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, კახაბერ ლაბუჩიძემ საკრებულოს 72 თანამშრომელს სერტიფიკატები გადასცეს. ინფორმაციას ამის შესახებ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, რელიგიის სააგენტომ ტრენინგი „სეკულარიზმი და რელიგიური ნეიტრალიტეტი“ მაისის შუა რიცხვებში დაიწყო. მონაწილეებს სააგენტოს წარმომადგენლებმა ინფორმაცია ისეთ მნიშვნელოვან თემებზე მიაწოდეს, როგორიცაა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შექმნა, მისი ფუნქციები და საქმიანობა, საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკა, საქართველოში გავრცელებული რელიგიები დასეკულარიზმი და რელიგიური ნეიტრალიტეტი.

ტრენინგი საჯარო მოხელეებისთვის თბილისის საკრებულოსთან გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად ჩატარდა და ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო-სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელდა. მისი მიზანია რელიგიური ნეიტრალიტეტისა და სეკულარიზმის საკითხებში საჯარო მოხელეების ცნობიერების ამაღლება.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე