7-9 ივლისს თბილისის რიგით 25-ე ჯაზ ფესტივალი გაიმართება

„ისთერნ პრომოუშენსი“ და „თიბისი კონცეპტი“ 7-9 ივლისს, თბილისის რიგით 25-ე ჯაზ ფესტივალს წარმოგიდგენთ, - ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

ტრადიციულად, წლევანდელი ფესტივალის მონაწილეები მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები არიან: 7 ივლისი - 5 გრემის მფლობელი, ჯაზის განუმეორებელი შემსრულებელი დაიანა რივსი და ჯაზ ვარსკვლავებით დაკომპლექტებული მისი ბენდი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: პიანისტი ჯონ ბისლი, გიტარისტი რომერო ლუბამბო, ბასისტი იტაიგურა ბრენდაო და დრამერი ტერეონ გული.

8 ივლისი - მისტიური პროექტი „ქროსქურენთს ტრიო“, რომელიც ჯაზის სამ ლეგენდას აერთიანებს: ბასისტი დეივ ჰოლანდი, საქსოფონისტი ქრის პოტერი და პერკუსიონისტი ზაქირ ჰუსეინი.

9 ივლისი - მსოფლიო კრიტიკოსების მიერ წოდებული 21 საუკუნის ჯაზმენი ვიჯეი აიერი და მისი საოცარი ტრიოს წევრები: ბასისტი ლინდა მეი ჰან ოუ და დრამერი თიშოუნ სორეი.

„წლევანდელი საიუბილეო ჯაზ-ფესტივალის მასპინძელია „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“. ფესტივალის განმავლობაში, სასტუმროს ფოიეში ფოტო გამოფენა გაიმართება სახელწოდებით „როგორც მესმოდა...“, რომლის ავტორია ახალგაზრდა ფოტოხელოვანი თეიო.

19:30 სთ-დან დარბაზში „ჯაზსინემა“კახა თოლორდავას ფილმის „პირველ პირში - ერთი ფესტივალის ისტორია“ ჩვენება მოეწყობა, მაყურებელი ასევე გრემის ჯილდოს მფლობელ ფილმს „ქვინსი“ (სადაც გამოყენებულია 2016 წლის შავი ზღვის ჯაზფესტივალის ეპიზოდი) იხილავს. პარალელურად, დარბაზში „ჯაზლაბი“, სტუმრები კონსერვატორიის ჯაზფაკულტეტის სტუდენტების მიერ წარმოდგენილ კომპოზიციებს მოისმენენ.

21:00 სთ-დან მთავარ დარბაზში „ვარსკვლავების სცენა“ ჰედლაინერების კონცერტები გაიმართება.

23:00 სთ-დან სივრცეში „ჯაზლაბი“ მსმენელის წინაშე, მუსიკოსი კარლო ქაინდი და ამერიკულ-ქართული ნუბობ კვინტეტი წარდგებიან. ფესტივალის დღეებში კომპანია „აუდიო ლაბი“ ვინილების გამოფენა-გაყიდვას მოაწყობს. ჯაზ-ფესტივალის სტუმრებისთვის კარები 19:00 საათზე გაიხსნება.

ჯაზ ფესტივალს ტრადიციულად „თიბისი კონცეპტი“ წარმოადგენსo ოფიციალური სპონსორი - ვიზა

ფესტივალის მხარდამჭერები - კულტურისა და სპორტის სამინისტრო და თბილისის მერია

მასპინძელი რესტორნები: "შავი ლომი", „ნინიას ბაღი“ და „ლადონინა“

საინფორმაციო მხარდაჭერა: „იმედი TV“, „რადიო ფორტუნა“, სააგენტოები „მარკეტერი“ და „ნეტგაზეთი“, სარეკლამო სააგენტო „ალმა“

ფესტივალს ტექნიკურ მხარდაჭერას უწევენ: ბეხშტაინი „საუნდ სითი“ და „ემ ეს ლაითსი“.

ბილეთები www.tkt.ge-ზე იყიდება.

„თიბისი კონცეპტ“ ბარათის მფლობელებისთვის ბილეთებზე 20%-იანი ქეშბექი, ხოლო „თიბისი ვიზა“ ბარათის მფლობელებზე 10%-იანი ქეშბექი მოქმედებს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა