გენადი არველაძე - შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში შევძლებთ, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში მომსახურებით ვაჭრობის დამატებაზე ცვლილება შევიტანოთ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, რომელიც ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მე-12 მინისტერიალში მონაწილეობს, თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილე მუსტაფა ტუზჯუს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა შეხვედრაზე რეგიონში არსებული რთული გეოპოლიტიკური ვითარება და ამ ფონზე, ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გააქტიურების შესაძლებლობები განიხილეს.

აღინიშნა, რომ თურქეთი 15 პროცენტიანი წილით, საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველ ადგილზეა. 2022 წლის იანვარი-აპრილის პერიოდში ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 28 პროცენტით, საქართველოს ექსპორტი 23 პროცენტით გაიზარდა.

ამასთან, ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის პოზიტიური დინამიკის მიუხედავად, მხარეებმა ხაზი იმ გარემოებას გაუსვეს, რომ ქვეყნებს შორის როგორც ვაჭრობის, ისე ეკონომიკური თანამშრომლობის სხვა მიმართულებით დიდი პოტენციალი არსებობს.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებულ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაში მომსახურებით ვაჭრობის დამატებაზე მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში წარმატებით დასრულდება.

„თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ჩვენ შევთანხმდით, უახლოეს მომავალში შევძლებთ, ხელი მოვაწეროთ ცვლილებებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში, რაც ორი ქვეყნის ბიზნესებს ერთმანეთის ბაზრებზე საკუთარი სერვისების გაყიდვას გაუმარტივებს. ეს ორმხრივ სავაჭრო ბრუნვას გაზრდის და ორივე ქვეყნისათვის თანაბრად მომგებიანი იქნება,“ - განაცხადა საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა.

უწყების ცნობითვე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მე-12 მინისტერიალს ესწრება, რომლის ფარგლებშიც საქართველო მოწინავე ეკონომიკის მქონე ქვეყნების მომსახურებით ვაჭრობის რეგულირების ინიციატივას ოფიციალურად უკვე მიუერთდა. აგრეთვე დაგეგმილია მისი ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნების სავაჭრო დელეგაციების ხელმძღვანელებთან.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა