გენადი არველაძე ისრაელის სავაჭრო წარმომადგენელს, ოჰად კოენს შეხვდა

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის რიგით მე-12 მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ ისრაელის სავაჭრო წარმომადგენელთან, ოჰად კოენთან ორმხრივი შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა საქართველო-ისრაელს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და მათი შემდგომი ხელშეწყობის შესაძლებლობები განიხილეს.

ასევე ყურადღება გამახვილდა მოლაპარაკებების დაწყების პერსპექტივაზე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შესახებ. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, გენადი არველაძემ აქცენტი საქართველოსა და ისრაელს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შესახებ მიზანშეწონილობის კვლევაზე გააკეთა, რომელიც 2020 წელს დასრულდა.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები გაგრძელდება.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა