„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით გლობალაიზის პირველი ევროპული კონფერენცია პარიზში ჩატარდა

„საქართველოს ბანკი“ პარტნიორებთან ერთად სტარტაპების განვითარებისა და მათი მასშტაბირების ხელშეწყობას განაგრძობს - სწორედ ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით, "გლობალაიზმა" პარიზში ევროპის კონფერენციას უმასპინძლა, სადაც ევროპაში მცხოვრებ წარმატებულ ქართველებს და ქართული სტარტაპებით დაინტერესებულ უცხოელ ინვესტორებს თავი მოუყარა. ინფორმაციას ამის შესახებ „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონფერენციის მიზანი ქართული საინვესტიციო, საექსპორტო და სტარტაპ იდეების ევროპის ბაზარზე გატანა და ახალი პარტნიორების მოძიების ხელშეწყობა, ასევე, იმ სტარტაპებისთვის გამოცდილების გაზიარება იყო, რომლებიც გლობალურად მასშტაბირებას გეგმავენ.

კონფერენციამ პანელური დისკუსიები ისეთ თემებზე მოიცვა, როგორებიცაა ციფრული ტრანსფორმაცია, სტარტაპებისთვის early‐stage ინვესტიციების, აქსელერაციის, სქეილინგისა და სწრაფი ზრდის შესაძლებლობები, ევროგაერთიანებაში ექსპორტირების სამართლებრივი ჩარჩოები, პროდუქტის შეფუთვის ნორმები ევროპასა და მსოფლიოში, გართობის ინდუსტრიის ადაპტაცია დროსთან, კრიპტო ვალუტების პოპულარობა მარეგულირებელთა რისკების წინააღმდეგ და სხვა საინტერესო თემებზე.

პანელურ დისკუსიებსა და პრეზენტაციებში სპიკერებმა გამოცდილება ქართულ სტარტაპებს, ექსპორტიორებსა და კონფერენციის მონაწილეებს გაუზიარეს. პრეზენტატორთა შორის იყო არაერთი წარმატებული პროფესიონალი ქართველი სხვადასხვა დარგში, რომლებიც მზად არიან, სტარტაპების მხარდასაჭერად, თავიანთი გამოცდილების გაზიარება მომავალშიც გააგრძელონ. კონფერენციას მონაწილეები გერმანიიდან, ბრიტანეთიდან, შვეიცარიიდან, მალტიდან, საფრანგეთიდან, საქართველოდან შეუერთდნენ.

„Globalize მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში მცხოვრებ ქართველთა პროფესიული გაერთიანებაა და ქართული ბიზნესის გლობალიზაციას ცდილობს. მთავარი სამუშაო ენა ქართულია, თუმცა, www.globalize.ge საერთაშორისო სპიკერებსა და ინვესტორებს უყურადღებოდ ვერ დავტოვებთ, შესაბამისად კონფერენციის პირველი ნაწილი ქართულად შედგა, მეორე კი ‐ ინგლისურად.

საერთაშორისო ნაწილზე სცენა გამოცდილ ანტრეპრენერებს, მენტორებს და ინვესტორებს დაეთმო, რომლებმაც საჭირო რჩევები გაგვიზიარეს, თუმცა, ღონისძიების მთავარი მიზანი იყო, რომ მათთვის ქართული სტარტაპები გაგვეცნო. უკვე დავგეგმეთ კიდეც სამომავლო თანამშრომლობა, თუ როგორ შეგვიძლია ერთობლივად შევუწყოთ ხელი სტარტაპების ევროპის ბაზარზე გაფართოებას, საჭირო ინვესტორებთან დაკავშირებას და ასე შემდეგ,” ‐ ამბობს Globalize დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, სალომე კუკავა.

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, სტარტაპების ფიჩინგიც სწორედ მეორე ნაწილში შედგა. საერთაშორისო ინვესტორებისა და საინვესტიციო ჯგუფების წინაშე 12 ქართული სტარპატი წარდგა. კონფერენციის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, სტარტაპებისთვის ფიჩინგისთვის მოსამზადებელი ვორქშოფი შედგა, რომელსაც ორი უმაღლესი კლასის სპეციალისტი უძღვებოდა: ალბერტ სზულმანი ‐ სერიული ანტრეპრენერი, Scale up Booster აქსელერატორის თანადამფუძნებელი, მენტორი და ივს ლოსტანლენი ‐ გლობალური ანტრეპრენერი და ინვესტორი, 20 წლიანი გამოცდილებით მენეჯმენტის, ლიდერშიფის და ბიზნესის ზრდის მიმართულებით. სტარტპაებმა კონკრეტული რეკომენდაციები და მენტორშიფი მიიღეს. Globalize‐მა ანალოგიური კონფერენცია აპრილში, კალიფორნიაში, სილიკონ ველიზეც გამართა. როგორც საკონსულტაციო კომპანიაში ამბობენ, მიმდინარე წლის ბოლომდე, საერთაშორისო მასშტაბის კონფერენციების სერია გაგრძელდება და მომდევნო ქვეყნები უახლოეს დღეებში დაანონსდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა