კახა ლაბუჩიძემ ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა

თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ, საკრებულოსთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში დაიწყო ტრენინგები საკრებულოს თანამშრომლებისთვის თემაზე - „სეკულარიზმი და რელიგიური ნეიტრალიტეტი“, რომლის მომხსენებელი რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე იყო.

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძემ და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს. პირველ ეტაპზე ტრენინგში მონაწილეობა საკრებულოს 70-მა თანამშრომელმა მიიღო.

კახა ლაბუჩიძის განცხადებით, ტრენინგი ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო-სამოქმედო გეგმის ფარგლებში ხორციელდება და მისი მიზანი რელიგიური ნეიტრალიტეტისა და სეკულარიზმის საკითხებში საჯარო მოხელეების ცნობიერების ამაღლებაა.

„ჩვენი მიზანია საჯარო სამსახურში რელიგიური ნეიტრალიტეტის შესახებ თანამშრომელთა ინფორმირება. საჯარო მოხელეებისთვის ტრენინგის პირველი დღე ისეთ თემებს დაეთმო, როგორიც არის საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკა, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შექმნა, მისი ფუნქციები და საქმიანობა“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

საქართველოში გავრცელებული რელიგიების შესახებ სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა, სერგო ფარულავამ, ხოლო სეკულარიზმსა და რელიგიურ ნეიტრალიტეტზე კი სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა, დავით დავითაშვილმა და ამავე სამსახურის იურისტმა, ალექსანდრე შეყილაძემ ისაუბრეს.

2016 წელს, რელიგიის სააგენტომ კონრად ადენაუერის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის მხარდაჭერით, პრაქტიკული სახელმძღვანელო საჯარო მოხელეთათვის - „სეკულარიზმი და რელიგიური ნეიტრალიტეტი საჯარო სამსახურში“ გამოსცა, რომლის მიზანიც სახელმწიფოს ერთიანი რელიგიური პოლიტიკის ფარგლებში, სეკულარული მმართველობისა და საჯარო სამსახურში რელიგიური ნეიტრალიტეტის პრინციპების განმტკიცების ხელშეწყობაა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა