„ევროპის უნივერსიტეტის" ფუტსალის გუნდი არსებობის ისტორიაში პირველად უმაღლეს ლიგაში გადასვლის შანსს ინარჩუნებს

"ევროპის უნივერსიტეტის" ფუტსალის გუნდმა "ფუტსალის ლიგა 2“-ის 2021-2022 წლების სეზონში წარმატებით იასპარეზა. ინფორმაციას ამის შესახებ „ევროპის უნივერსიტეტი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფეხბურთელებმა გულშემატკივარს არაერთი შთამბეჭდავი მატჩი აჩუქეს.

„მათ არაერთი სანახაობრივი თამაში ჩაატარეს და მძიმე დაპირისპირებებში მოწინააღმდეგეები ბევრჯერ დაამარცხეს.

კლუბის წარმატებაში უდიდესი როლი ეუ ფუტსალის გუნდის მეკარე ბაკურ სანიკიძემ და თავდამსხმელმა, "ევროპის უნივერსიტეტის" სტუდენტმა გიორგი ქურხულმა ითამაშეს.

ბაკურ სანიკიძემ და გიორგი ქურხულმა უდიდესი კონკურენციის ფონზე საუკეთესოთა შორის მოხვედრა შეძლეს და "ფუტსალის ლიგა 2“-ის საუკეთესო მეკარედ და თავდამსხმელად დასახელდნენ.

"ევროპის უნივერსიტეტი" ტურნირის ვიცე-ჩემპიონია და შანსს ინარჩუნებს, არსებობის ისტორიაში პირველად უმაღლეს ლიგაში აღზევდეს. გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის "მართვეს“ დაუპირისპირდება. პირველი შეხვედრა 18 ივნისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს