სახალხო დამცველის მოადგილე მმართველი პარტიის წევრების კრიტიკაზე - ეს ქმედებები გასცდა კრიტიკის ფარგლებს, ეს არის ჩვეულებრივი თავდასხმის მცდელობა

მათი ქმედებები გასცდა კრიტიკის ფარგლებს - ეს არის ჩვეულებრივი თავდასხმების მცდელობა ჩვენი საქმიანობის დისკრედიტაციისთვის, - ამის შესახებ სახალხო დამცველის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ განაცხადა, რითაც მმართველი პარტიის მიერ სახალხო დამცველის მიმართ კრიტიკა შეაფასა.

მისი თქმით, სახალხო დამცველის ინსტიტუტი ყოველთვის პროფესიული სტანდარტების შესაბამისად იმუშავებს.

"ეს ყველაფერი, ეს ქმედებები გასცდა კრიტიკის ფარგლებს, ეს არის ჩვეულებრივი თავდასხმის მცდელობა, რომელიც მიზნად ისახავს, რომ ჩვენი საქმიანობის დისკრედიტაცია მოხდეს, მაგრამ ძალიან ფუჭი მცდელობაა ამ მიმართულებით. ვერანაირად ვერ შეფასდება მათი რამენაირი განცხადება თუ თავდასხმა შედეგის მომტანად. მათი მიზანია მოახდინონ დისკრედიტაცია გარკვეულ პირთა თვალში, მაგრამ ჩვენი საქმიანობის მიზანია, რომ მუდამ ვიმუშაოთ პროფესიული სტანდარტების შესაბამისად და ყოველთვის იყოს ჩვენს ქმედებებში პროფესიული დასაბუთების ნიშანი და არც ერთ შემთხვევაში არ მოხდეს მისი აღქმა პოლიტიკურად. ბუნებრივია, მავანნი ყოველთვის ეცდებიან, მაგრამ ჩვენ ჩვენს საქმეს შევასრულებთ", - განაცხადა ბურჯანაძემ.

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.09.2023
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძისა  და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც „ლელოს“  უნიჭო კამპანიის უკან დგანან, ჩვენი მხრიდან სამართლებრივი რეაგირება იქნება
„დანკინის“ ბარისტათა საერთაშორისო კონკურსზე საუკეთესო ყავის მომზადებისთვის ქართველი ბარისტა დააჯილდოვეს
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს