Tbilisi Newcomer 2022 მემე ჟორდანია გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ „თიბისი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, მემე ბენდთნ ერთად Tbilisi Open Air-ზე ფესტივალის პირველ დღეს, 24 ივნისს დაუკრავს. Tbilisi Open Air-ის Singer Stage-ზე Newcomers-ის 2 ფინალისტი - „პელარგონია“ და „პროცესი“ დაუკრავს.
„Newcomers Tbilisi Open Air-ის პროექტია, რომელიც მიზნად ახალი ბენდებისა და მუსიკოსების აღმოჩენას ისახავს. ახალბედა ბენდებს იმიჯის შექმნასა და ტექნიკური უნარების გაუმჯობესებაში ეხმარება, ხოლო გამოცდილ მუსიკოსებს საშუალებას აძლევს, პუბლიკას თავიანთი ახალი ნამუშევრები წარმოუდგინონ.
„თიბისი“ახალი თაობის გვერდით დგას და აქტიურად უჭერს მხარს პროექტებს, რომლებიც ახალგაზრდებისთვის ხორციელდება. ის ახალი თაობისთვის შექმნილი მრავალი პროექტის მხარდამჭერი და იდეის ავტორია. „თიბისისთვის“ მნიშვნელოვანია კულტურის განვითარება და წინსვლა. სწორედ ამიტომ, „თიბისი“ კვლავ, Tbilisi Open Air 2022-ის მთავარი პარტნიორია.
2022 წელს Newcomers-ის ფინალისტებიდან რჩეული პროექტები ROKVA Festival-მაც გამოავლინა - „პროცესი“ ფესტივალის მთავარ სცენაზე დაუკრავს, Ly Sas - ღამის სცენაზე.
Tbilisi Open Air-ისა და ROKVA-ს თანამშრომლობის მიზანია, პერსპექტიული მუსიკოსები რაც შეიძლება დიდ აუდიტორიას გავაცნოთ და პროექტებს თავის დამკვიდრებაში დავეხმაროთ.
ახალი ბენდებისა და მუსიკალური პროექტების აღმოჩენას Tbilisi Newcomers 2009 წლიდან ემსახურება. დაჯილდოება ფესტივალის ორგანიზატორებმა 13 წლის წინ შექმნეს.
Tbilisi Newcomers-ის გამარჯვებულები სხვადასხვა წელს იყვნენ LOUDspeakers, 4D Monster Lobsters, Lua, Bedford Falls, Mellow, Greenbeam & Leon… Tbilisi Open Air 24, 25-26 ივნისს, უცვლელ მისამართზე, Lisi Wonderland-ში გაიმართება. ფესტივალის ჰედლაინერები არიან: alt-J, Okean Elzy, Cigarettes After Sex,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.