„საქართველოს ბანკი“ ბიზნესს განვითარებისთვის ახალ შესაძლებლობას სთავაზობს

„საქართველოს ბანკი“ ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო, ახალი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა ბიზნესს ანგარიშზე თანხის მომენტალური ჩარიცხვა შესთავაზა, რაც იმან ნიშნავს, რომ ამიერიდან ნებისმიერი ბანკის, ნებისმიერი ბარათით, (მათ შორის, არაქართული ბარათით განხორციელებული ტრანზაქციისას) მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხა ბიზნესს რამდენიმე წუთში ჩაერიცხება. ინფორმაციას ამის შესახებ „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, თანხა ბიზნეს ანგარიშზე მომენტალურად ჩაირიცხება, როგორც პოსტერმინალით, ასევე ონლაინ შეძენისას.

ეს ბიზნესს შესაძლებლობას მისცემს, თანხა მაშინვე გამოიყენოს, რაც მას ბიზნესპროცესებს გაუმარტივებს და ოპერირებას ბევრად მოქნილს გახდის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თანხის ჩარიცხვა, ასევე, შაბათ-კვირის დღეებშიც მომენტალურად განხორციელდება. აღნიშნული აქამდე ბიზნესისთვის დიდი დისკომფორტი იყო, რადგან უქმე დღეებში განხორციელებული ტრანზაქციების თანხის ჩარიცხვას რამდენიმე დღე სჭირდებოდა.

„ჩვენ მუდმივად ვცდილობთ მომხმარებლის სწრაფად ცვალებად მოთხოვნებსა და საჭიროებებს ვუპასუხოთ. სწორედ ამიტომ, ბიზნესისთვის ახალი შესაძლებლობა შევქმენით. ამიერიდან ბიზნესი შეძლებს ოპერირება მნიშვნელოვნად გაიმარტივოს, რადგან ნებისმიერი ბანკის, ნებისმიერი ბარათით გადახდილი თანხა მის ბიზნეს ანგარიშზე უკვე რამდენიმე წუთში ჩაირიცხება.

ჩვენ არ ვჩერდებით და ვცდილობთ ბიზნესს მისი განვითარებისთვის საჭირო პროდუქტი თუ სერვისი შევთავაზოთ. მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ ქართული კომპანიების მხარდაჭერისა და მათთვის მეტი შესაძლებლობის გაზიარების მიზნით, Made in Georgia-ს კამპანია შევქმენით, რომელიც კამპანიაში ჩართულ ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს, მათთვის საჭირო სერვისებზე სპეციალური ფასდაკლებებითა და უკეთესი პირობებით ისარგებლონ, როგორიცაა: შეღავათიანი საკომისიო პოსტერმინალით გადახდებსა და Extra.ge-ზე, API სერვისების ინტეგრაცია, პროდუქციის ფოტოსესია და სხვა.

აღნიშნული შეთავაზებების ფარგლებში, საქართველოს ბანკის მიზანია, ქართულ ბიზნესს მხარი დაუჭიროს, მათ განვითარებას და საქართველოში შექმნილი პროდუქციის პოპულარიზაციას ხელი შეუწყოს“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს