ალექსეი ნავალნის შტაბის უფროსი - ნავალნი ციხის საკნიდან გაურკვეველ ადგილას გადაიყვანეს

რუსეთის ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი, რომელსაც პატიმრობა 11 წლით და 6 თვით აქვს მისჯილი, ციხის საკნიდან გაურკვეველ ადგილას გადაიყვანეს. ამ ინფორმაციას მისი შტაბის უფროსი, ლეონიდ ვოლკოვი Telegram-ზე ავრცელებს.

როგორც ის აცხადებს, როდესაც ნავალნის ადვოკატი მივიდა სასჯელაღსრულების N2 კოლონიაში, მას უთხრეს, რომ ციხეში „ასეთი მსჯავრდადებული არ არის“. სად არის ახლა ალექსეი და რომელ კოლონიაში მიჰყავთ, ჩვენ არ ვიცით“, - განაცხადა ვოლკოვმა.

ცნობისთვის, გასულ თვეში ნავალნიმ რუსეთის სასამართლოში ვიდეო ლინკის საშუალებით გააკრიტიკა ვლადიმერ პუტინი და მას შეშლილი უწოდა, რომელმაც დაიწყო "სულელური ომი" და უკრაინასა და რუსეთში უდანაშაულო ხალხს კლავს.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია