პრობაციის სააგენტო არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარებისთვის გამართული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარებმა ილუზიების სამყაროში იმოგზაურეს და ტრადიციული ექსპონატების ნაცვლად ოპტიკური ჰოლოგრაფიული პორტრეტები დაათვალიერეს.

პრობაციის სააგენტოს ინფორმაციით, მოზარდები იმყოფებოდნენ ანტი-გრავიტაციის და მბრუნავ ოთახებში. გაიარეს უსასრულო გვირაბი. მუზეუმის სპეციფიკიდან გამომდინარე, არასრულწლოვნები მეცნიერებას მათთვის მარტივად გასაგები ფორმით გაეცნენ.

ცენტრის ბენეფიციარებისთვის შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, 1-ელი ივნისიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება. არასრულწლოვნები თავიანთი ინტერესების გათვალისწინებით შერჩეულ აქტივობებში ერთვებიან.

#დანაშაულისპრევენცია

#პრობაცია

#სააგენტო2022

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარებისთვის გონიოს ციხეზე შემეცნებითი ტური მოეწყო და არასრულწლოვნები ანიმატორებთან ერთად გასართობ პროგრამაში ჩაერთნენ. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კვირეულის ფარგლებში, ბენეფიციარებისთვის სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება, სადაც არასრულწლოვნები თავიანთი ინტერესების გათვალისწინებით შერჩეულ აქტივობებში მიიღებენ მონაწილეობას. კვირეულის ფარგლებში, არასრულწლოვნები გასართობ ცენტრს, კონტაქტურ ზოოპარკს და ილუზიების მუზეუმს ესტუმრებიან.

ილუზიების მუზეუმით არასრულწლოვნებმა ჩვენი მუზეუმის საოცარი და სახალისო ხერხებით, ინფორმაცია მარტივადაა გადმოცემული ხედვის, აღქმის, ადამიანის გონებისა და მეცნიერების შესახებ. აქ უფრო ადვილია ავხსნათ რატომ ხედავს ჩვენი თვალები იმას, რასაც ვერ აღიქვამს ჩვენი გონება. აუცილებლად მოინახულეთ სათამაშო ოთახი, რომელიც სავსეა დამაინტრიგებელი და ამავე დროს საგანმანათლებლო თამაშებითა და გამოცანებით. გონების ასეთი ვარჯიში, ნამდვილად დიდი გართობაა, თუმცა, მათი ამოხსნა არც თუ ისე მარტივია!

ეწვიეთ თბილისის ილუზიების მუზეუმს; ჩვენ გთავაზობთ ახალი, ამოუცნობი ილუზიების მეშვეობით შექმნილ დამაინტრიგებელ ვიზუალურ, სენსორულ და საგანმანათლებლო სანახაობებს.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება