სომხეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით მიღება გაიმართა

სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თბილისში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით გაიმართა მიღება და კონცერტი სომხეთის სახელმწიფო ცეკვის ანსამბლის მონაწილეობით. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის საელჩო საქართველოში ავრცელებს.

მათი ცნობით, ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ საქართველოს მთავრობისა და სხვა სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, საქართველოში აკრედიტებული ელჩები, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სომეხი და ქართველი საზოგადო და კულტურის მოღვაწეები, საქართველოს სომხური სათვისტომოს წევრები და სხვა სტუმრები.

როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავთან დაკავშირებით, სტუმრებს სიტყვით მიმართეს სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, რუბენ სადოიანმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ.

ამასთან, ელჩმა რუბენ სადოიანმა დამსწრეებს მიულოცა სომხეთისა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების წლისთავისადმი, ასევე ახსენა მრავალრიცხოვანი კავშირები და ფასეულობათა საერთო სისტემა, რომელიც საუკუნეების მანძილზე აერთიანებს სომეხ და ქართველ ხალხებს.

მან ხაზი გაუსვა სომხეთისა და საქართველოს შორის ამ ძლიერ საფუძველზე დაფუძნებულ სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობებს, რომლებიც განაგრძობს თანმიმდევრულ განვითარებას და ასახავს ახალ დინამიკას, განწყობასა და პერსპექტივებს.

თავის მხრივ, მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ აღნიშნა მაღალ და უმაღლეს დონეზე ორმხრივი ვიზიტების რეგულარულობა, რაც ასახავს ორ სახელმწიფოს შორის ნდობას, მეგობრობასა და მნიშვნელოვან დღის წესრიგს და იმედი გამოთქვა, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა სამაგალითო გახდება მთელი რეგიონისთვის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა