150 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული 20 სტარტაპი ცნობილია:

როგორც მათ მიერ გავრცელებუ ინფორმაციაშია ნათქვამი, TS shopping Api - პროექტის მიზანია პროდუქტის მწარმოებლებისა და გამყიდველების დაკავშირება ელექტრონული კომერციის მაღაზიებთან API-ის საშუალებით. პროდუქტის დახმარებით, ონლაინ მაღაზიებს წვდომა ექნებათ მრავალფეროვან კონტენტზე, ხოლო ადგილობრივ მწარმოებლებსა და გამყიდველებს საშუალება ექნებათ ერთდროულად ყველაზე დიდ ონლაინ მაღაზიებში გაყიდონ საკუთარი პროდუქტი.

NEUROPILOT - პროფესიონალი სპორტსმენებისთვის შფოთვის მართვის უნიკალური საავტორო მეთოდის დანერგვა, ციფრული და ვირტუალური ტექნოლოგიების გამოყენებით.

Preshfood - ყოველდღიურად უგემრიელესი, ჯანსაღი საკვები იყრება საცხობებში, კაფეებში, რესტორნებსა და სასურსათო მაღაზიებში, მხოლოდ იმიტომ, რომ დროულად არ გაიყიდა. სტარტაპის მიზანია, მომხმარებლებს საშუალება მისცეს შეიძინონ ეს საკვები შეღავათიან ფასად.

GlyperA - პროექტის მიზანია, შეიქმნას ანტიმიკრობული სპრეი ცხვირისათვის, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის დამატებით დაცვას ჰაერ-წვეთოვანი გზით გადამდები ბაქტერიული და ვირუსული ინფექციებისაგან.

Pyme - დასაქმების პლატფორმა, რომელიც ფოკუსირებულია web3-ზე, რაც ინტერნეტის მომავალია. გუნდი გეგმავს დასაქმების პლატფორმის ჩაშვებასა და გაფართოებას, სასწავლო რესურსების დამატებას და სოციალური პროფილების შექმნას, რაც Web3 მიმართულებით დაინტერესებულ ადამიანებს ერთმანეთთან დაკავშირებაში დაეხმარება.

QuickShipper - გადახდისა და მიწოდების სერვისის გამარტივებული მეთოდები.

Brandergate - ბრენდის განვითარების ონლაინ პლატფორმა, რომლის საშუალებით მომხმარებელს, უმცირეს დროსა და ფასში, შეუძლია გაანალიზოს, შექმნას და განავითაროს ბრენდი. პლატფორმა ეფუძნება უნიკალურ "ბრენდინგის ხელოვნურ ინტელექტს" (Artificial Branding Intelligence ©), რომელიც ასობით ინდუსტრიაში, ათასობით ბრენდების შესწავლის საფუძველზე, ახდენს ბრენდის ანალიზს, დაგეგმვასა და შექმნა/ განვითარებას, მისი ყველა შემადგენელი კომპონენტით (Brand Values, Brand Personality and Brand Identity).

OwnEstate - ფინტეკ სტარტაპი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს უძრავი ქონების დეველოპერსა და საცალო ინვესტორს.

Digital warehouse - პროექტი ითვალისწინებს ციფრული ტექნოლოგიის შექმნას ტრანსპორტირების სერვისის მისაწოდებლად, კონკრეტულად კი ციფრული საწყობის, მცირე და ნაკრები ტვირთების სახმელეთო გადაზიდვის უზრუნველყოფას საერთაშორისო მასშტაბით.

Bitnet - გუნდი ქმნის მომხმარებელსა და კრიპტოეკონომიკას შორის დამაკავშირებელ პლატფორმას. ბიტნეტის ონლაინ პლატფორმა ნებისმიერი გამოცდილების მომხმარებელს უმარტივებს წვდომას იმ ბენეფიტებზე, რასაც დეცენტრალიზებული ფინანსური სისტემები გვთავაზობს. აქ ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია იყიდოს ან გაყიდოს ციფრული ვალუტები, ისარგებლოს სესხით ან უსაფრთხოდ შეინახოს თავისი ციფრული აქტივები.

Edumentors - სტარტაპის მიზანია, დაეხმაროს მშობლებს იპოვნონ ტუტორი, რომლებიც მათ შვილებს ეყვარებათ.

Justpay - Justpay არის გადახდების ალტერნატიული გადაწყვეტა, რომელიც საშუალებას აძლევს მცირე და საშუალო ბიზნესებს მიიღონ უსაფრთხო გადახდები, ნებისმიერი არხიდან. Justpay-ს გადახდის მეთოდის ინტეგრირება შესაძლებელია სოციალური მედიის არხებსა და პოსტებში, რეკლამებში და ტექსტურ შეტყობინებებში.

GoldenGate - პროექტის მიზანია ონლაინ იურისტის შექმნა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს შექმნას, დაამტკიცოს, ხელი მოაწეროს და შეინახოს იურიდიული დოკუმენტები.

Brokerapp - სტარტაპის მიზანია, შეიქმნას მულტიფუნქციური, მომხმარებლის სურვილებზე მორგებული ციფრული სადაზღვევო ბროკერი, რომელიც მომხმარებელს სადაზღვევო სერვისების მიღების მარტივ და გამჭვირვალე გამოცდილებას სთავაზობს.

BSFL Georgia - პროექტის მიზანია თბილისში შეიქმნას მწერის black soldier fly-ს მაღალტექნოლოგიური მწარმოებელი და გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც გლობალური და ლოკალური ბაზრებისთვის აწარმოებს მაღალმოთხოვნად პროდუქციას: ცხოველურ პროტეინს, მატლის კვერცხს, ჩიტინის მოლეკულასა და ორგანულ სასუქს.

Skany Solutions - პროექტის მიზანს წარმოადგენს მომხმარებლის ინტერესებზე უფრო მეტად მორგებული და მოქნილი ფინანსური გარემოს შექმნა, საგანვადებო სერვისზე ხელმისაწვდომობის ზრდა და მომსახურების პირობების გაუმჯობესება.

Kangaroo - B2B მარკეტფლეისი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს რესტორნებს, სასტუმროებსა და კაფეებს მათ მიმწოდებლებთან. პროექტის მიზანი მიწოდების ჯაჭვის გამარტივება და გაეფექტურებაა.

Gagunashvili International Chess Academy - პროექტის მიზანია, შეიქმნას უნიკალური ონლაინ საჭადრაკო აკადემია, რომელიც მოიზიდავს მოსწავლეებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, უმაღლესი საჭადრაკო წოდების.

- საერთაშორისო დიდოსტატის, მერაბ გაგუნაშვილის ხელმძღვანელობით გამოცდილ მწვრთნელებთან ერთად.

Inventory Management Automatization System - პროექტის მიზანია, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის გამოყენებით, მარაგების მართვის ავტომატიზაციის სისტემის შექმნა, რაც კომპანიებს 50%-ით შეუმცირებს შესყიდვების პროცესში ჩართული თანამშრომლების ხარჯებს, 60%-ით - საქონლის დეფიციტს და 30%-ით - მარაგების შენახვის ხარჯებს (საწყობების იჯარის, საწყობის ინვენტარისა და თანამშრომლების ხარჯები). მარაგების მართვის სისტემა კომპანიების მარაგებს ადამიანური რესურსების ჩარევის გარეშე ხდის სრულად ავტომატიზირებულს.

Datamind - გუნდი გეგმავს უსაფრთხოების სტანდარტის პროტოკოლის დანერგვასა და GDPR Compliance-ის შესაბამისად მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის პოლიტიკის შემუშავებას, დიდი ოთხეულის წევრ აუდიტორულ კომპანიასთან თანამშრომლობით. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია გუნდის გაძლიერება, რაც მოიცავს მონაცემთა დეველოპერებისა და ფინანსური გუნდის ზრდას, რაც გახდება წინაპირობა კლიენტებისთვის საინტერესო და მათზე მორგებული პროდუქტების შექმნისა.

გადაწყვეტილება საინვესტიციო კომიტეტმა მიიღო, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების მიერ: მარვინ ლიაო, ჯონათან თაუერი, ბილ რაიჰართი, სტივ ჰოფმანი, ნაომი კოკუბო.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2022 წლის 9 მარტს მერვედ გამოაცხადა. 2022 წელს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მოცულობა 100 000-დან 150 000 ლარამდე გაიზარდა, ხოლო აღნიშნული პროგრამის შვიდი რაუნდის ფარგლებში ჯამურად 135 სტარტაპი დაფინანსდა. შემოსული 230 განაცხადიდან სპეციალურად თანადაფინანსების გრანტების პროგრამისთვის შერჩეულმა უცხოელმა ექსპერტებმა ფინალისტები გამოავლინეს, რომლებსაც საინვესტიციო კომისიის წინაშე თავიანთი იდეების წარსადგენად უცხოელი ტრენერები ამზადებდნენ.

პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება. თანადაფინანსების გრანტები წარმოადგენს დაფინანსების ერთ-ერთ ყველაზე მეტად გავრცელებულ ინსტრუმენტს, რომელიც ინოვაციის მხარდასაჭერად გამოიყენება როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში.

ხათუნა ბურკაძე - ნატო რუსეთის აგრესიის პირისპირ მყოფი პარტნიორების მხარდაჭერას ზრდის, რაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისათვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის
გიორგი კაჭარავა - ევროკავშირის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა ევროპული სტრუქტურების შეცდომა იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 30.06.2022
ირაკლი მელაშვილი - საფრთხე იმისა, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლა წინა პლანზე წამოვიდეს და ამან შეიწიროს ჩვენი ევროპული პერსპექტივა, ძალიან დიდია - არც ერთ აქტორს არ ეტყობა ქვეყანაში შემცირდეს პოლარიზაცია
კახა ოქრიაშვილი - "ღალატის პარტიას" არ სურს, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა
დავით ზილფიმიანი მიმართვას ავრცელებს
PSP წლის ორი უმნიშვნელოვანესი ბიზნესდაჯილდოების - „ოქროს ბრენდი 2021“ და „ეროვნული ბიზნეს რეიტინგი XXII“-ის გამარჯვებულია
„წისქვილი მცხეთაში“ – „წისქვილი ჯგუფის“ სარესტორნო ქსელს დღეიდან კიდევ ერთი გამორჩეული რესტორანი ემატება
„იმპექსში“ ყოველკვირეული, უპრეცედენტო შეთავაზებები იწყება
ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისათვის - ლიბერთის და “ტელეკლინიკა - MyDoc“-ის ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის პროგრამა
„აპარტ დეველოპმენტმა“ ახალი გაყიდვების ოფისი გახსნა
თბილისში დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის კიდევ ერთი ფილიალი გაიხსნა
„ვენდისსა“ და „დანკინში“ „დორას“ „მამალოები“ უკვე წარმატებით იყიდება