თინა ხიდაშელი პრეზიდენტის განცხადებებზე - ხელისუფლება "ფარდა ახდილი" დატოვა - დღეს ჩვენი თანამზრახველი იყო

თუკი საკუთარ ეგოზე მაღლა დავდგებით, პირად სიყვარულ-სიძულვილს ცოტა ხანი გვერდზე გადავდებთ, უცებ დავინახავთ, რომ პრეზიდენტი სინამდვილეში დღეს ყველა გულწრფელად ევროპული ძალების სრულფასოვან მოკავშირედ იქცა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს, რითაც პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

თინა ხიდაშელმა ასევე აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილმა ყველაფერს პასუხი გასცა და „ხელისუფლება "ფარდა ახდილი"დატოვა“.

„ყველაფერზე პასუხი გასცა, დაადასტურა და ჩამოაწიკწიკა, რაც კი ჩვენ აქამდე ერთად ან ცალ-ცალკე გვითქვამს და რასაც გაავებული ხელის ქნევით სისულელეს და გამოგონილს ეძახის ხელისუფლება. ყველა შეცდომა, დანაშაულებრივი ქმედება და უმოქმედობა, ხელისუფლება "ფარდა ახდილი"დატოვა.

კიდევ ერთხელ, შესაძლოა, მოგვწონს ან არ მოგვწონს, მაგრამ ქვეყნის პრეზიდენტია და დღეს ჩვენი თანამზრახველი იყო.

თანამზრახველი კი ის არის მაინცდამაინც ყოველთვის ბოლომდე ყველაფერში რომ არ ეთანხმები და არ გეთანხმება, მაგრამ ერთი გენერალური ხაზი გაქვთ და ერთი მიზნისკენ მიდიხართ, თორემ აბა ისე შენიანი იქნებოდა.

მოკლედ, მგონია, რომ დღეს უნდა მივიღოთ სწორედ ასეთად.

მეც უფრო ბედნიერი ვიქნებოდი ყველა ამ სიტყვისთვის ბოლოში გვირგვინად გვარამიას შეწყალებისთვის რომ მოეწერა ხელი, მაგრამ მაშინ ჩვენიანი იქნებოდა.

ძირითად პრეტენზიად რაც ვნახე 20 ივნისის მუხტი დააგდოო და სალომე ზურაბიშვილმა, როგორ უნდა დააგდოს ხალხო, 20 ივნისის მუხტი, მისი მოწოდების გამგონე 20 ივნისის, ძალიან მაღალი ალბათობით, 20 ივნისს ისედაც არ მოვიდოდა აქციაზე. ვფიქრობ, რომ ეს ამ დღის ფენომენის ანაბანაა“, - წერს თინა ხიდაშელი.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს