შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა საქართველოში იაპონიის ელჩს უმასპინძლა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა საქართველოში იაპონიის ელჩს, იმამურა აკირას უმასპინძლა. ინფორმაციას ამის შესახებ IBSU ავრცელებს.

მათივე ცნობით, ელჩი უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობებისა და იაპონური კულტურის სტუდენტური კლუბების მოწვევით იმყოფებოდა.

„ვიზიტის ფარგლებში, ელჩი უნივერსიტეტის რექტორს, საფფეთ ბაირაქთუთანს შეხვდა და სტუდენტებისთვის ლექცია თემაზე „მსოფლიო დიპლომატიის თანამედროვე გამოწვევები“ ჩაატარა. ლექციის განმავლობაში ელჩმა იაპონიის განვითარების ისტორია, თანამედროვე იაპონიისა და მსოფლიოს წინაშე არსებული მთავარი გამოწვევები, მათ შორის, რუსეთის უკრაინაში შეჭრა და იაპონურ-ქართული დიპლომატიის ისტორია განიხილა.

იაპონიის ელჩმა უნივერსიტეტის რექტორთან და სტუდენტებთან ერთად IBSU-ს კამპუსის ეზოში საკურას ხეების დარგვაშიც მიიღო მონაწილეობა.

ელჩი სტუდენტებს არაფორმალურ გარემოშიც გაესაუბრა. მათ შეკითხვების ღიად უპასუხა, საქართველოს შესახებ შთაბეჭდილებებზე და საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რა ზეწოლაც არ უნდა განახორციელოს კრემლმა ფაშინიანზე, ცხადი ისაა, რომ ფაშინიანი სომხეთში ხელისუფლებას ყველა შემთხვევაში შეინარჩუნებს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
ვანო ჩხარტიშვილი განცხადებას ავრცელებს
„ვისოლმა“ „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური ამბროლაურშიც გახსნა