ეკონომიკის მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ ნავთობისა და გაზის კორპორაციის ახალი ხელმძღვანელი გიორგი ჩიქოვანი თანამშრომლებს წარუდგინა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ ნავთობისა და გაზის კორპორაციის თანამშრომლებს უწყების ახალი გენერალური დირექტორი, გიორგი ჩიქოვანი წარუდგინა. ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გიორგი ჩიქოვანის კვალიფიკაციაზე, პროფესიონალიზმსა და გამოცდილებაზე გაამახვილა.

მისი თქმით, სამინისტრო და ნავთობისა და გაზის კორპორაცია მჭიდრო და კოორდინირებულ ურთიერთთანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებენ.

„კორპორაციის ახალ ხელმძღვანელს მენეჯერულ პოზიციებზე საქმიანობის დიდი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეების თანამდებობა ეკავა. ასევე, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს ხელმძღვანელობდა. აქვს ენერგეტიკის სფეროში საექსპერტო და ხელმძღვანელ პოზიციებზე საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

შეხვედრაზე გიორგი ჩიქოვანმა ხაზი გაუსვა კორპორაციის საქმიანობის მნიშვნელობასა და მის მზაობას, ამ საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდისადმი, რაც, თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს