ილიაუნის თეატრში გაიმართება ახალი სამაგისტრო პროგრამის „ცოცხალი თეატრის ხელოვნება: დადგმა და თამაში“ ღია კარის დღე

15 ივნისს, 15:00 საათზე, ილიაუნის თეატრში გაიმართება ახალი სამაგისტრო პროგრამის „ცოცხალი თეატრის ხელოვნება: დადგმა და თამაში“ ღია კარის დღე. ილიაუნის ინფორმაციით, დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

„ახალი პროგრამის, რომელმაც 2021 წელს გაიარა აკრედიტაცია, მთავარი აქცენტი რეჟისორისა და მსახიობის თანაავტორობით თეატრალური პროდუქტის შექმნაა, რაც ორიენტირებულია ცოცხალი ხელოვნების, ანუ სიცოცხლისუნარიანი შემოქმედებითი გარემოს განვითარებაზე და ქართულ თეატრალურ სივრცეში კონკურენტუნარიანი პლათფორმის შექმნასა და განმტკიცებაზე.

პროგრამა ინოვაციურია, მას ანალოგი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში არა აქვს და მოიცავს სახელოსნოს და სტუდიურ პრინციპებზე დაფუძნებულ სწავლებას, რომლის მცდელობაც არაოფიციალურად არსებობდა საქართველოში მე-20 საუკუნის 70-80-იან წლებში მიხეილ თუმანიშვილის სახელოსნოში. პროგრამა ტრადიციულ საგნებთან ერთად, მოიცავს ისეთ მიმართულებებს როგორიცაა: ინსტალაცია, პერფორმანსი, სივრცის დიზაინი, სხეული, როგორც სიტყვა, დოკუმენტური თეატრი და სხვა, რომელთა სწავლებაც საქართველოში პირველად ხდება.

სამაგისტრო პროგრამასთან დაკავშირებით ილიაუნის თეატრი ასევე გეგმავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების საბაკალავრო ნაშრომების პრეზენტაციას.

16-17 ივნისს ეჟენ იონესკოს აბსურდულ კომედიას „სკამები“, რომლის რეჟისორიც ანა ბალიაშვილი გახლავთ, ჩვენი კურსდამთავრებულები მზიურის პარკის ამფითეატრში გაითამაშებენ.

24-25 ივნისს გაიმართება მსახიობების ჯგუფის სადიპლომო სპექტაკლი „კედელი“

2-3 ივლისს შედგება რეჟისორის გელა გულიაშვილის სადიპლომო ნამუშევრის „უხერხემლო“ ჩვენება, რომლის ავტორიც ქართველი დრამატურგი ალექსი ჩიღვინაძეა

სადიპლომო ნამუშევრების ხელმძღვანელია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ვანო ხუციშვილი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

14.07.2025 / 09:02

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა