დავით სუჯაშვილმა ჰიბრიდული გამოწვევების შესახებ ლექცია წაიკითხა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ახალგაზრდულ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) ჰიბრიდული გამოწვევების შესახებ ლექცია-სემინარი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული შეხვედრა ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებასა და ჯარის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

„საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დავით სუჯაშვილმა „გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონისა“ და საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აისის“ წევრებს ჰიბრიდულ საკითხებზე და რბილი ძალის სპეციფიკის შესახებ ლექცია წაუკითხა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო „გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდულ ლეგიონთან“ და საზოგადოებრივ ორგანიზაცია „აისთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე თანამშრომლობს. თანამშრომლობის მიზანი საქართველოს თავდაცვის ძალების საქმიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებაა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა