„საქართველოს ბანკისა“ და მისი პარტნიორის „ნაბეღლავის“ მხარდაჭერით სოფელ ნაბეღლავის საჯარო სკოლაში იდეათეკა მოეწყო

„საქართველოს ბანკი“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში იდეათეკების პროექტის განხორციელებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბანკისა და მისი პარტნიორი კომპანიის „ნაბეღლავის“, ასევე, „ქართული წიგნის ინსტიტუტის“ მხარდაჭერით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბეღლავის საჯარო სკოლაში იდეათეკა გაიხსნა. როგორც „საქართველოს“ ბანკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ამიერიდან მოსწავლეები შეძლებენ ისარგებლონ იდეათეკაში განთავსებული, ფორმალური და არაფორმალური განათლებისთვის საჭირო 900-მდე დასახელების წიგნით, სპეციალურად მოსწავლეებისთვის შერჩეული თანამედროვე ლიტერატურით, ინტერნეტით, პროექტორით, კომპიუტერებით და ა.შ.

„კიდევ ერთი იდეათეკა გავხსენით დღეს და ვხვდები, რომ წარმატებით ვახორციელებთ იმ მიზანს, რომელიც პროექტის დასაწყისში დავისახეთ. ეს მიზანი იყო, ხელი შეგვეწყო რეგიონების საჯარო სკოლებისთვის, რათა მოსწავლეებს ჰქონოდათ ყველა ის საჭირო საგანმანათლებლო რესურსი, რაც აუცილებელია მათი განვითარებისთვის, პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებისთვის. სასიამოვნოა იმის გააზრება რომ უკვე 7 რეგიონის 11 სკოლაში მოსწავლეებს აქვთ სივრცე, სადაც შეძლებენ იკითხონ, ისწავლონ, განვითარდნენ, ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი ცოდნა. პედაგოგებს კი აქვთ შესაძლებლობა საგაკვეთილო პროცესი კიდევ უფრო საინტერესო გახადონ ახალგაზრდებისთვის. ასევე აღსანიშნავია, რომ გურიის რეგიონში ეს უკვე მესამე იდეათეკაა, რომელიც მჯერა, რომ იქცევა რეგიონის, ქალაქის საინტერესო ღონისძიებების ჩატარების ადგილად და მოხარული ვართ, რომ ამ ყველაფერში ჩვენი მოკრძალებული წვლილიცაა“,– განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

ინფორმაციისთვის, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში „იდეათეკების“ პროექტი უკვე მესამე წელია ხორციელდება. ამ დროის მანძილზე 6,000-ზე მეტ მოსწავლეს მიეცა წვდომა თვითგანვითარებისთვის საჭირო ისეთ რესურსებზე, როგორიცაა: ინტერნეტი, კომპიუტერები, პროექტორები, მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა თუ სხვა შემეცნებითი ხელსაწყოები.

ამ ეტაპზე იდეათეკები გახსნილია: გორის მუნიციპალიტეტის სასაზღვრო სოფლებში დიცში, ხურვალეთში, ზემო ნიქოზში, ასევე, სოფელ დუისში, თეოფანე დავითაიას სახელობის ქალაქ ფოთის #1 საჯარო სკოლაში, თბილისის 146-ე, ამბროლაურის #1 და ოზურგეთის მე-4 საჯარო სკოლაში, ახალქალაქის მე-3 სკოლაში, ჩოხატაურის №1 საჯარო სკოლაში და უკვე სოფელ ნაბეღლავის საჯარო სკოლაშიც.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა