„საქსტატის“ 2021 წლის მონაცემებით, საქართველოში 52 პროფესიული თეატრი ფუნქციონირებდა

საქსტატის“ 2021 წლის მონაცემებით, საქართველოში 52 პროფესიული თეატრი ფუნქციონირებდა, ჩატარებული სპექტაკლების რაოდენობა კი წინა წელთან შედარებით 83.3 პროცენტით გაიზარდა.

ამასთან, „საქსტატის“ მონაცემების თანახმად, 2021 წელს ქვეყანაში დაახლოებით 1.9 ათასი ღონისძიება ჩატარდა.

„2021 წლის მონაცემებით, საქართველოში 52 პროფესიული თეატრი ფუნქციონირებდა, აქედან, 2 ერთეული იყო ოპერისა და ბალეტის თეატრი, 41 - დრამის, მუსიკალური კომედიისა და მინიატურების, 2 - ბავშვთა და მოზარდმაყურებელთა, ხოლო 7 - თოჯინების თეატრი. თეატრების უმრავლესობა (51.9 პროცენტი) ფუნქციონირებდა თბილისში, 15.4 პროცენტი - იმერეთში, ხოლო დარჩენილი 32.7 პროცენტი სხვა რეგიონებზე მოდის.

2021 წელს ქვეყანაში ჩატარდა დაახლოებით 1.9 ათასი ღონისძიება, აქედან 119 ჩატარდა ქალაქგარეთ. საზღვარგარეთ ჩატარებული ღონისძიებების რაოდენობამ შეადგინა 27 ერთეული, რომელშიც 203 პირი მონაწილეობდა.

2021 წელს ჩატარებული სპექტაკლების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით 83.3 პროცენტით გაიზარდა და 1 787 ერთეული შეადგინა. სპექტაკლების ნახევარზე მეტი (52.9 პროცენტი) ჩატარდა თბილისში.

2021 წელს ღონისძიებებზე დამსწრე მაყურებელთა საერთო რიცხოვნობა, წინა წელთან შედარებით 46.3 პროცენტით გაიზარდა და 183.8 ათასი შეადგინა. საშუალოდ ერთ სპექტაკლზე დასწრების მაჩვენებელი 103 კაცით განისაზღვრა. მაყურებელთა დასწრების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩეოდა თბილისი (47.7 პროცენტით), ხოლო მეორე ადგილზეა იმერეთი (13.5 პროცენტით)“,- აღნიშნულია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება მუზეუმებს, საქსტატის მონაცემების თანახმად, 2021 წელს საქართველოში 250 მუზეუმი და მუზეუმ-ნაკრძალი ფუნქციონირებდა, საიდანაც 99 ერთეული წარმოადგენს მემორიალურ მუზეუმს, 72 ერთეული - ისტორიულს (მხარეთმცოდნეობის), 23 ერთეული - ხელოვნების, 13 ერთეული - მუზეუმ-ნაკრძალს, 2 ერთეული - ლიტერატურულს, ხოლო 41 სხვა სახის მუზეუმს.

„2021 წელს ყველაზე მეტი მუზეუმი ფუნქციონირებდა თბილისში (23.2 პროცენტი). ამ მაჩვენებლით მეორე და მესამე ადგილებზე იმერეთის (14.8 პროცენტი) და კახეთის (14.0 პროცენტი) რეგიონებია. 2021 წელს მუზეუმებში დამთვალიერებელთა რიცხოვნობა, წინა წელთან შედარებით 160.5 პროცენტით გაიზარდა და 807.2 ათასი კაცი შეადგინა. საშუალოდ ერთ მუზეუმზე 3.2 ათასი დამთვალიერებელი მოდის.

2021 წელს მუზეუმებში ექსკურსიების რაოდენობა 103.6 პროცენტით გაიზარდა და 20 057 ერთეული შეადგინა, ხოლო გამოფენათა რაოდენობა - 23.2 პროცენტით გაიზარდა და 537 ერთეულს გაუტოლდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა
ნაზილბე BDO Digital-თან პარტნიორობით მერჩანდაიზინგის თანამედროვე სისტემას ABM Shelf-ს ნერგავს
„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ფონდების მხარდაჭერით ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წიგნები გამოიცა
რივერ პარკი - Index | Wealth Management-ის ახალი პროექტი
სილქნეტი - საქველმოქმედო გალა-ვახშამი და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ანგარიში
თბილისში „ქეი-ეფ-სი“-ს მე-15 რესტორანი  გაიხსნა
ახალი წლის მოლოდინი და 2024 წლის ტენდენციები