„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით მოცვის პლანტაცია ოზურგეთში 2ჰა-ზე გაშენდა

„საქართველოს ბანკი“ აგრომიმართულების გაძლიერებას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით ოზურგეთში, ექადიას ტერიტორიაზე 2ჰა-ზე მოცვის პლანტაცია გაშენდა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ჯამური მოცულობა 140 000 ლარია. ბანკის თანამონაწილეობა კი 90 000 ლარს შეადგენს.

„ჩვენი მოცვის პლანტაცია ნაწილობრივ სტარტაპია, რომლის ჩამოყალიბებაშიც ჩვენი პარტნიორი, საქართველოს ბანკი დაგვეხმარა. ამ ეტაპზე, იმ 2 ჰა- ტერიტორიაზე, სადაც მოცვი გავაშენეთ, საწყის ეტაპზე ველით 6 ტონა მოსავალს, 4 წლის შემდეგ გვაქვს მოლოდინი რომ ის 15 ტონამდე გაიზრდება. ჩვენ დამატებით ვფლობთ 2 ჰა- მოცულობის აუთვისებელ მიწას და გვინდა ეს ტერიტორიაც სამომავლოდ კვლავ მოცვის პლანტაციისთვის გამოვიყენოთ“,- ამბობს მცირე მეწარმე, ირაკლი კარსანიძე.

„კენკროვანი კულტურები კერძოდ კი, მოცვი საკმაოდ პოპულარულია ბოლო პერიოდში. ის აქტიურად გადის ექსპორტზე. ექსპორტის წილი წლიდან წლამდე იზრდება, რაც ქართველ ფერმერებს აძლევს შესაძლებლობას, აწარმოონ და სარეალიზაციოდ გაიტანონ მოცვი ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ამით კიდევ უფრო მეტად განავითარონ ბიზნესი. მიგვაჩნია, რომ ასეთი წამოწყებების მხარდაჭერით ჩვენც შეგვაქვს ჩვენი მოკრძალებული წვლილი რეგიონის და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, ბიზნესის გაძლიერებაში და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში“,- განაცხადა „საქართველოს ბანკის“ მიკრო ბიზნესის დეპარტამენტის ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსმა, გიორგი ბოჩიკაშვილმა.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა
ნაზილბე BDO Digital-თან პარტნიორობით მერჩანდაიზინგის თანამედროვე სისტემას ABM Shelf-ს ნერგავს
„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ფონდების მხარდაჭერით ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წიგნები გამოიცა
რივერ პარკი - Index | Wealth Management-ის ახალი პროექტი
სილქნეტი - საქველმოქმედო გალა-ვახშამი და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ანგარიში
თბილისში „ქეი-ეფ-სი“-ს მე-15 რესტორანი  გაიხსნა
ახალი წლის მოლოდინი და 2024 წლის ტენდენციები