ირაკლი კობახიძე - აქ მაქვს ყველა ციტატა, რომელიც უკავშირდება ომის პროპაგანდას რადიკალური ოპოზიციის, არასამთავრობოების და ტელევიზიების მხრიდან - ეს არის დაახლოებით, 10 გვერდზე გაწერილი განცხადებები

აქ მაქვს ყველა ის ციტატა, რომელიც უკავშირდება ომის პროპაგანდას რადიკალური ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების და ტელევიზიების მხრიდან. ეს არის დაახლოებით 10 გვერდზე გაწერილი განცხადებები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ერთ-ერთი ციტატა ეკუთვნის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელს, ეკა გიგაურს.

„ერთ-ერთი არის ეკა გიგაურის განცხადება, რომელსაც წაგიკითხავთ და თავად შეგიძლიათ განსაჯოთ რას ამბობდა ის მაშინ და როგორ იხევს ახლა ის უკან: „რუსეთი ომს აგებს უკრაინაში. იქ არ ყოფნის რესურსი, ამიტომ ვერ დაიწყებს ყველა მიმართულებით საომარ მოქმედებებს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს შესაძლებლობების ფანჯარა გამოვიყენოთ“. ძალიან მარტივად, ეს არის ციტატა და ახლა ამბობს, რომ სხვა რამეს გულისხმობდა. საზოგადოებას ახსოვს ყველაფერი და არ ავიწყდება არაფერი, მითუმეტეს, რომ ვერც „ფეისბუქიდან“ და ვერც მედიასაშუალებებიდან ამ ყველაფერს ვერ წაშლი. რასაც ის ამბობდა მაშინ, ახლა იმას უარყოფს. საზოგადოება ხედავს, რა იყო მისი განცხადებების შინაარსი. პირდაპირი აზრის მომწიფების მცდელობა იყო ის, რასაც ამბობდნენ გიგაური, უსუფაშვილი, მარგველაშვილი, ჭიაბერაშვილმაც ეს ყველაფერი გააგრძელა. მედიასაშუალებები პირდაპირ ხსნიდნენ იმას, თუ როგორ შეუძლია საქართველოს ცხინვალის და სოხუმის აღება. ეს იყო აზრის მომწიფების მცდელობა, რომელიც ჩაუვარდათ და ახლა გასაგებია, რომ გიგაური უკან იხევს, რადგან არ გაუვიდა აზრის მომწიფების მცდელობა, თუმცა საზოგადოებას ახსოვს აბსოლუტურად ყველაფერი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" თავმჯდომარე ეკა გიგაურმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ ომით კი არ უნდა დააშინოს ხალხი, არამედ „გააკეთოს ყველაფერი, რომ ახალი პერსპექტივები გვანახოს და მაქსიმალურად გააერთიანოს საზოგადოება“ და ყველანაირი დისკუსია, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ არ დავდგეთ დასავლეთის გვერდში, რუსეთის ინტერესია.

"დაშინება არის არასწორი, საფრთხე არ დგას, რადგან რუსეთი ომს აგებს უკრაინაში, არ ჰყოფნის რესურსები და ვერ დაიწყებს ყველა მიმართულებით საომარ მოქმედებებს. ამიტომ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შესაძლებლობების ფანჯარა გამოვიყენოთ და ვანახოთ დასავლეთს, რომ მათ გვერდით ვართ", - განაცხადა ეკა გიგაურმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა