ირაკლი კობახიძე - კარგია, რომ სალომე ზურაბიშვილმა უკან დაიხია მისი განცხადებიდან, როდესაც სააკაშვილი, გვარამია და ივანიშვილი ერთ სიბრტყეში დააყენა

კარგია, რომ სალომე ზურაბიშვილმა უკან დაიხია მისი განცხადებიდან, როდესაც სააკაშვილი, გვარამია და ბიძინა ივანიშვილი ერთ სიბრტყეში დააყენა და თქვა, რომ „ქვეყანა არც ერთს არ უნდა გადავაყოლოთ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი განცხადება მისი სამარცხვინო შინაარსის დაგვიანებით გაცნობიერების გამო რომ გადააკეთა, მას ეს არ ჰგონია.

„როგორც ჩანს, მან, ნახა რა საზოგადოების განწყობა და უმძიმესი რეაქციები, მიხვდა, რომ ამ განცხადების უკიდურესი უსამართლობა და უმადურობა მის იმიჯს მძიმედ დააზიანებდა და უკან დახევა ამიტომ მოუწია. სალომე ზურაბიშვილმა გუშინ გამოიყენა “ნაციონალური მოძრაობისა” და მისი სატელიტების კიდევ ერთი მესიჯბოქსი ე.წ. დემოკრატიულ უკუსვლასთან დაკავშირებით. ე.წ. დემოკრატიული უკუსვლის შესახებ განცხადების გამყარება მან რამდენიმე გარემოებით სცადა. მათ შორის, აღნიშნა გვარამიას „უდროო“ დაკავება. ამაზე რაიმე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებთ. როდესაც საქართველოს პრეზიდენტის სტატუსის მქონე პირი პირდაპირ მიანიშნებს, რომ ხელისუფლებას სასამართლოს საქმიანობაში პოლიტიკური ჩარევა უნდა განეხორციელებინა, ეს, რა თქმა უნდა, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს“, - განაცხადა კობახიძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია