„თიბისიმ“ გაეროს, ევროკავშირისა და შვედეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

„თიბისიმ“ გაეროს, ევროკავშირისა და შვედეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო, რომელიც ზრუნვის, ეკონომიკის მშენებლობისა და საქართველოში ოჯახის მხარდაჭერის გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის დანერგვას ემსახურებოდა.

კონფერენცია გაიმართა გაეროს ორი სააგენტოს - გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ორგანიზებით. კონფერენციაზე გამართული მსჯელობა შეეხო, ისეთ საკითხებს, როგორებიცაა სამუშაოსა და ოჯახური ცხოვრების შეთავსება, თანამშრომლების უფლებების და კეთილდღეობის დაცვა მათთვის მშობლის შვებულების ღირსეული პირობების შექმნით, გენდერული როლების ზეგავლენა საოჯახო საქმიანობასა და კარიერულ გზაზე, სამუშაო ადგილზე გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერება.

ზრუნვის პოლიტიკის და ოჯახის მხარდამჭერი პოლიტიკის განხორციელებაში კერძო სექტორს განსაკუთრებული როლი აქვს. სექტორში არსებული საუკეთესო პრაქტიკებისა და გამოწვევების შესახებ „თიბისის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ნინო მასურაშვილმა ისაუბრა. მან ისაუბრა „თიბისის“ მიერ მხარდაჭერილ და დანერგილ პროექტებზე, რომლებიც ქალთა გაძლიერებას ემსახურება. მან აუდიტორიას გააცნო „თიბისი“, კომპანია, რომელმაც მმართველ საბჭოსა და ლიდერულ პოზიციებზე ქალების 45.5%-იანი წარმომადგენლობით, 2021 წლის FTSE 250 რეიტინგში საბანკო სექტორის წარმომადგენელ კომპანიებს შორის მოწინავე, პირველი ადგილი დაიკავა. მასურაშვილის განმარტებით, „თიბისის“ ღირებულებები და შიდა პოლიტიკა, რომელიც გულისხმობს თანამშრომლების მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებას და კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნას.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია კონფერენციაში მონაწილეობის მიღება, რადგან თანამშრომლებისთვის ღირსეული, თანასწორი და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემოს შექმნაზე მუდმივად ვზრუნავთ. ვინაიდან „თიბისიში“ დასაქმებული თანამშრომლების 71% ქალია, ნებისმიერი პოლიტიკის და მიდგომის შემუშავების პროცესში მნიშვნელოვანია ქალებზე ზრუნვა და სამუშაო გარემოში და მის გარეთ მათი საჭიროებებისა და ვალდებულებების გათვალისწინება. „თიბისიში“ ოჯახზე მორგებული პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანია ქალებისა და კაცების თანასწორი კარიერული განვითარებისა და მათი შრომითი პოტენციალის რეალიზების მხარდაჭერა. „თიბისიში“ ქალები სულ უფრო მეტად საქმდებიან ისეთ სფეროებში, რომლებშიც აქამდე, ძირითადად კაცები იყვნენ წარმოდგენილნი. მაგალითად, რისკების მართვა და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ICT). ამ მიმართულებებში ქალების ჩართულობის გასაზრდელად, „თიბისი“ ახორციელებს როგორც შიდა, ისე არაერთ გარე ინიციატივას, როგორიცაა ჩვენი IT აკადემია, გრეის ჰოპერის დაჯილდოება, პროგრამა „500 ქალი ტექნოლოგიებში“ და სხვა. გარდა ამისა, „თიბისიში“ თანამშრომლები იღებენ ანაზღაურებად მშობლის შვებულებას მათი სრული ანაზღაურების განაკვეთის საფუძველზე 183 ან 200 დღის განმავლობაში. ჩვენთან თანამშრომლების მშობლის შვებულებით სარგებლობა შეუძლიათ როგორც შვილად აყვანის, ასევე სუროგაციის დროსაც. დამატებით, ჩვენ გვაქვს მრავალშვილიანი და ახალდაქორწინებული თანამშრომლების ფინანსური მხარდაჭერის და სპეციალური საშეღავათო პროგრამები“, - განაცხადა ნინო მასურაშვილმა.

„თიბისი“ აქტიურად არის ჩართული ქალთა გაძლიერების, დასაქმებისა და სხვადასხვა უნარების გამომუშავების ხელშემწყობ პროექტებში. „თიბისისთვის“ მნიშვნელოვანია ქალთა როლის ზრდა, გაძლიერება და გენდერული თანასწორობის პროაქტიული და თანმიმდევრული ინტეგრაცია საქმიანობის ყველა ასპექტში - ორგანიზაციის შიგნით, ბაზარზე და ზოგადად საზოგადოებაში.

აღნიშნულ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან