GITA-ს მხარდაჭერით GLOBALIZE-ის პირველი ევროპული კონფერენცია პარიზში ჩატარდა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, Globalize‐მა პარიზში ევროპის კონფერენციას უმასპინძლა, სადაც თავი მოუყარა ევროპაში მცხოვრებ წარმატებულ ქართველებსა და ქართული სტარტაპებით დაინტერესებულ უცხოელ ინვესტორებს. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონფერენციის მიზანია ქართული საინვესტიციო, საექსპორტო და სტარტაპ იდეების ევროპის ბაზარზე გატანა და ახალი პარტნიორების მოძიების ხელშეწყობა, ასევე, გამოცდილების გაზიარება იმ სტარტაპებისთვის, რომლებიც გლობალურად მასშტაბირებას გეგმავენ.

GITA-ს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ისაუბრა ქართული დიასპორების ჩართულობის მნიშვნელობაზე ქვეყნის სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაში.

სააგენტოს ინფორმაციით, კონფერენციამ პანელური დისკუსიები მოიცვა ისეთ თემებზე, როგორებიცაა ციფრული ტრანსფორმაცია, სტარტაპებისთვის early‐stage ინვესტიციების, აქსელერაციის, „სქეილინგისა“ და სწრაფი ზრდის შესაძლებლობები, ევროგაერთიანებაში ექსპორტირების სამართლებრივი ჩარჩოები, პროდუქტის შეფუთვის ნორმები ევროპასა და მსოფლიოში, გართობის ინდუსტრიის ადაპტაცია დროსთან, კრიპტო ვალუტების პოპულარობა მარეგულირებელთა რისკების წინააღმდეგ და სხვა. პანელურ დისკუსიებსა და პრეზენტაციებში სპიკერებმა გამოცდილება გაუზიარეს ქართულ სტარტაპებს, ექსპორტიორებსა და კონფერენციის მონაწილეებს.

როგორც საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციაში არის ნათქვამი, ღონისძიების მეორე ნაწილში 12 ქართული სტარტაპი საერთაშორისო ინვესტორებისა და საინვესტიციო ჯგუფების წინაშე წარსდგა, რასაც წინ უძღოდა „ფიჩინგისთვის მოსამზადებელი ვორქშოფი“, რომელსაც ორი სპეციალისტი უძღვებოდა: ალბერტ სზულმანი ‐ სერიული ანტრეპრენერი, Scale up Booster აქსელერატორის თანადამფუძნებელი, მენტორი და ივს ლოსტანლენი ‐ გლობალური ანტრეპრენერი და ინვესტორი, 20 წლიანი გამოცდილებით მენეჯმენტის, ლიდერშიფისა და ბიზნესის ზრდის მიმართულებით.

სააგენტოს ინფორმაციით, Globalize-მა ოპერირება 2022 წლის მარტში დაიწყო. აპრილში დიდი წარმატებით შედგა პირველი საერთაშირისო კონფერენცია „სილიკონის ველიზე“, რომელმაც თავი მოუყარა აშშ-ში მოღვაწე წარმატებულ ქართველებს, როგორც გამოცდილების გაზიარებისთვის, ისე საინვესტიციო შესაძლებლობების განხილვისთვის. მიმდინარე წლის ბოლომდე საერთაშორისო მასშტაბის კონფერენციების სერია გაგრძელდება.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა