პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანმა ამერიკაში გამართულ შეხვედრაზე პროფკავშირების როლზე ისაუბრა

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანმა სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო, რომელიც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 190-ე კონვენციას „ძალადობა და შევიწროება სამუშაო ადგილებზე" ეხებოდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, საუბრის მთავარი თემა კონვენციის მიღების პროცესში გაერთიანების აქტიური მონაწილეობა, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის და შრომითი უფლებების დაცვის მიზნით საქართველოში 2020 წელს გატარებული შრომითი რეფორმა და მისი აღსრულების მექანიზმი იყო.

„პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ ყურადღება კონვენციის რატიფიცირების მნიშვნელობაზე გაამახვილა, რომელიც ძალადობისა და შევიწროებისგან თავისუფალ გარემოს ყველა დასაქმებულისთვის უზრუნველყოფს, მათ შორის, არაფორმალურ ეკონომიკაში ჩართულ პირთათვის.

ამ თვალსაზრისით, რაისა ლიპარტელიანმა, ასევე, არაფორმალური დასაქმების ფორმალიზების ისეთი ინსტრუმენტების დანერგვის აუცილებლობას გაუსვა ხაზი, როგორიც არის: ღირსეული მინიმალური ხელფასი, უმუშევრობის შემწეობა, დეკრეტული შვებულებისა და სოციალური დაცვის ეფექტური მექანიზმების დანერგვა ეროვნულ დონეზე და ა.შ.

ბოლოს, მან ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისა და ღირსეული დასაქმების უზრუნველსაყოფად, შსო- 190 კონვენციით გათვალისწინებული სტანდარტების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების დელეგაცია ირაკლი პეტრიაშვილის ხელმძღვანელობით, მონაწილეობას ფილადელფიაში, ამერიკის შეერთებული შტატების პროფკავშირების AFL-CIO-ის კონგრესში იღებს,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა