თსუ-ს კანცლერი აცხადებს, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ნებისმიერ საკითხზე დიალოგისთვის მზადაა

დღეს და ხვალ პრობლემა სრულად ამოიწურება. მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვს, რომ კომუნიკაცია გაფართოვდეს და პრობლემები, რაც სტუდენტებს აწუხებთ, ამოიწუროს, - ამის შესახებ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერმა ლაშა საღინაძემ სახალხო დამცველთან, ნინო ლომჯარიასთან და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ პრობლემებს, რომლებიც ბოლო პერიოდში უნივერსიტეტში შეიქმნა, ასევე იმ ძალადობრივ ქმედებებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა 10 ივნისს.

„ჩვენ კომუნიკაცია, რა თქმა უნდა, არ შეგვიწყვეტია სტუდენტებთან, გვაქვს ყოველდღიური ურთიერთობა, გუშინაც ვესაუბრეთ, იმის წინა დღეებშიც არაერთხელ შევთავაზეთ სტუდენტებს რექტორატის დატოვება, შეხვედრები ადმინისტრაციასთან და ველოდებით სტუდენტების მხრიდან შესაბამისი ნაბიჯის გადმოდგმას“, - აღნიშნა ლაშა საღინაძემ.

როგორც კანცლერმა განმარტა, სტუდენტთა მოთხოვნებში საუბარია საერთო საცხოვრებლის, რექტორის არჩევის წესისა და ფინანსური გამჭვირვალობის საკითხებზე.

„ეს არის საერთო საცხოვრებლის მშენებლობა ყველა უნივერსიტეტისთვის, თსუ ამას ფიზიკურად ვერ შეძლებს, მაგრამ თსუ-ის სტუდენტებისთვის მიმდინარეობს მუშაობა ბაგების ნაცვლად, უნივერსიტეტის ქუჩაზე, მაღლივი კორპუსის მახლობლად, სხვა ახალი საერთო საცხოვრებლის აშენების თაობაზე.

რაც შეეხება რექტორის არჩევის წესს, ის განსაზღვრულია „უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონით“, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს პარლამენტის მიერ.

აღნიშნული რეგულაცია ეხება საქართველოში მოქმედ ათეულობით უნივერსიტეტს, შესაბამისად, თსუ-ში ამის ცვლილება წარმოუდგენელია, რადგან ჩვენ არ ვართ ის ორგანო,რომელიც ამ წესის ცვლილებას განიხილავს, ან კორექტირებები შეუძლია შეიტანოს. თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებითაც შეგვიძლია საპარლამენტო კომიტეტთან საუბარი. ასევე, არის მზაობა ვუპასუხოთ ნებისმიერ საკითხს ფინანსებთან დაკავშირებით, რომლითაც ამომწურავად ვუპასუხებთ ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ მოთხოვნას“, - აღნიშნა კანცლერმა.

სახალხო დამცველთან შეხვედრისას ისაუბრეს რექტორატში შეჭრის ფაქტზე, რის შემდგომაც თანამშრომლებს არ ეძლევათ სამუშაოს განხორციელების უფლება.

„ძალიან ვწუხვართ, რაც მოხდა პარასკევს, ძალადობრივ ქმედებებზე წუხან ეს ადამიანებიც. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა სტუდენტი, რომელიც დღესდღეობით აპროტესტებს ამ საკითხებს, კეთლგონიერებას გამოიჩენს. მას შემდეგ, რაც აღდგება სამუშაო პროცესი და დავივიწყებთ, რაც პარასკევს მოხდა. საწყის წერტილად ავითვალოთ დღევანდელი დღე და მზაობას გამოვხატავთ, რომ შევხვდეთ“, - განაცხადა ლაშა საღინაძემ.

თსუ-ს ინფორმაციით, ყველა ფაკულტეტზე ფინალური გამოცდები 20 ივნისიდან დაიწყება. სტუდენტთა ცოდნის ობიექტური შეფასებისა და თანასწორი პირობების უზრუნველსაყოფად გამოცდები ჩატარდება აუდიტორიებსა და დამატებით საგამოცდო ცენტრებში ქუთაისსა და ახალციხეში.

ამ ეტაპზე, როგორც თბილისის, ასევე რეგიონული საგამოცდო ცენტრები სრულ მზადყოფნაშია.დამატებით ცენტრებში 160 სტუდენტი დარეგისტრირდა. ამასთან, საგამოცდო პერიოდში 20 ივნისიდან 1 -ელ აგვისტომდე სტუდენტებისთვის ორივე საერთო საცხოვრებელი (ლისსზე და ბაგებში) გახდა უფასო. დღეისთვის საერთო საცხოვრებლებში რამდენიმე ათეული ადგილია დარჩენილი. გამოცდებისთვის საერთო საცხოვრებლით სარგებლობის თაობაზე დამატებით 7 სტუდენტმა მიმართა უნივერსიტეტს.

პარალელურად ფაკულტეტები ინდივიდუალურად მუშაობენ იმ სტუდენტებთან, რომლებსაც გარკვეული პრობლემები შეექმნათ საგამოცდო პროცესთან დაკავშირებით.

ირაკლი მელაშვილი - საფრთხე იმისა, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლა წინა პლანზე წამოვიდეს და ამან შეიწიროს ჩვენი ევროპული პერსპექტივა, ძალიან დიდია - არც ერთ აქტორს არ ეტყობა ქვეყანაში შემცირდეს პოლარიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 27.06.2022
გოგა მელიქიძე - საპენსიო ფონდი მნიშვნელოვან ზრდას განაგრძობს
"არქი" ოქროს ბრენდის გამარჯვებული გახდა
ისტორიული დღე ვატიკანში - პირველად, სიქსტის კაპელაში, ქართული გალობა გაისმა
კახა ოქრიაშვილი - ივანიშვილის ღარიბაშვილი ქართველი ხალხის 90%-ს დესტრუქციულ ძალას უწოდებს!
საერთაშორისო ფორვარდინგული კომპანია "ტეპკო" განცხადებას ავრცელებს
„მაგნიტის“ მეხუთე გათამაშებაში მოგებული 100 000 ლარი - რა გეგმები აქვს გამარჯვებულ ოჯახს
Bitnet – კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო დაფინანსება მოიპოვა
დომუსის ახალი, მზიანი და ნათელი საცხოვრებელი კომპლექსი გაზაფხულის ქუჩაზე
„სილქ როუდ ჯგუფი“ ბიზნესმენ ლევან კაჭარავას გარდაცვალებას ეხმაურება
პირველი კრიპტო POS-ტერმინალი საქართველოშია