ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბნის III მიკრორაიონში რეკრეაციული სივრცის მოწყობა მიმდინარეობს

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბნის III მიკრორაიონის II კვარტალში, N32-33 კორპუსების მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია და სპორტული სივრცის მოწყობა მიმდინარეობს. რეკრეაციული სივრცის ფართობი 5 800 კვ.მ-ია.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდება, მაგიდის ჩოგბურთის სივრცე, კალათბურთის მოედანი, საფეხმავლო და ველობილიკი, ძაღლების სასეირნო სივრცე, გარე განათების ქსელი, სარწყავი სისტემა და დასასვენებელი პავილიონი მოეწყობა. ასევე, რეაბილიტაცია არსებულ ფეხბურთის მოედანს ჩაუტარდება. სკვერში სხვადასხვა ჯიშის ნერგები დაირგვება და ბალახის საფარი დაიგება.

მერიის ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ხელაძესთან ერთად გაეცნო. გამგებელი და დეპუტატი ადგილობრივ მცხოვრებლებსაც შეხვდნენ.

„ზღვისუბანში რეკრეაციულ პროექტს ვახორციელებთ, რომლის ფარგლებშიც, საბავშვო გასართობი ზონა და სპორტული ინფრასტრუქტურა ეწყობა. სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და პროექტი შემოდგომაზე დასრულდება. ზღვისუბნის მოსახლეობას კიდევ ერთი ახალი დასასვენებელი სივრცე ექნება“, - განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ.

პროექტის ღირებულება 589 096 ლარია. სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს