ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბულგარელ და თურქ კოლეგებთან შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხები განიხილა

ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ბულგარეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს, დრაგომირ ზაკოვსა და თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრს, ჰულუსი აკარს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ორივე ქვეყნის თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა, რუსეთის აგრესიის ფონზე, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება იყო.

როგორც თავდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, საუბარი უკრაინაში მიმდინარე ომს შეეხო, რომელმაც რეგიონში სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა. შეხვედრებზე განსაკუთრებით რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარებისთვის დასავლეთის მხარდაჭერის მნიშვნელობა აღინიშნა.

„ორმხრივი შეხვედრების დროს ჯუანშერ ბურჭულაძემ ბულგარელ და თურქ კოლეგებს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ასევე, საუბრის თემა იყო ევროატლანტიკური მისწრაფებები და საერთაშორისო სამშვიდობო მისებში საქართველოს წვლილი.

ჰულუს აკართან საუბრის დროს ჯუანშერ ბურჭულაძემ ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილა. მან თურქ კოლეგას თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმები გააცნო. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) განსაზღვრული ინიციატივების განხორციელებაში თურქეთის წვლილზე, პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერაზე და სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობაზე ისაუბრა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ და დრაგომირ ზაკოვმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, მათ შორის, საუბარი ნატოში გაწევრიანების გზაზე ბულგარეთის მხარდაჭერას, მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებებს, ქართველი სამხედროების წვრთნისა და განათლების ხელშეწყობას შეეხო.

ნატოს თავდაცვის მინისტერიალში საქართველო ნატოს პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს. ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა ნატოს შტაბ-ბინაში მიმდინარეობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი