სერენა უილიამსი „უიმბლდონზე“ ბრუნდება

"დიდი სლემის“ ტურნირების 23-გზის გამარჯვებული, სერენა უილიამსი „უიმბლდონის“ წლევანდელ გათამაშებაში იასპარეზებს.

ამის შესახებ მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა სოციალურ ქსელში განაცხადა.

„SW (სერენა უილიამსი) და SW19 (უიმბლდონის საფოსტო კოდი). ველოდები თქვენთან შეხვედრას 2022 წელს. წავედით“, - დაწერა უილიამსმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

ცნობისთვის, „უიმბლდონი“ 27 ივნისს დაიწყება და 10 ივლისამდე გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ ლეგენდარულ ამერიკელ ჩოგბურთელს აღნიშნული ტურნირი შვიდჯერ აქვს მოგებული.

„უიმბლდონზე“ გამოსვლამდე უილიამსი ისტბურნის 500-ქულიან ტურნირზე ითამაშებს, სადაც პირველ შეხვედრაში მისი მეტოქე ტუნისელი ჩოგბურთელი, ონს ჟაბორი იქნება. ისტბურნის ტურნირი 19 ივნისს აიღებს სტარტს.

პაატა შეშელიძე - დიდია ეჭვი იმაზე, რომ ფულის შემოტანა და ბანკში გადახურდავება შეთანხმებული იყო ხელისუფლების საკმაოდ მაღალ დონეზე, სხვაგვარად ამის გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა
მირიან  მირიანაშვილი - ივანიშვილი ცდილობს აიძულოს დასავლეთი, მისთვის უსაფრთხოების დამატებითი გარანტიების მიცემის ფორმატზე გადავიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.09.2025
1+1=13 - „კარფურის“ დაბადების დღეზე, როგორც ყოველთვის, გადასარევი ამბებია
სასტუმრო „ტელეგრაფში“ ჯაზ-კლუბი, „როლინგ სთოუნ ბარი“ და იტალიური რესტორანი გაიხსნა
„ექსპო-ჯორჯიაში“ ჩინური კომპანია KAC Expo-ს ორგანიზებით, ჩინური ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
Turning Point - ლიდერობის პროგრამა ტოპ მენეჯერებისთვის - ახალი ხედვა ქართულ ბაზარზე
„სვის კაპიტალი“ „სკაპის“ სახელით აგრძელებს საქმიანობას - რებრენდინგის მიზანი და სტრატეგია
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად