ანონსი  16 ივნისი

16 ივნისს, 10:15 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სამხედრო ექსპერტი, ტრისტან წითელაშვილი განცხადებას გააკეთებს.

თემა: „20 ივნისის აქციაზე მოსალოდნელი პროვოკაციები“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

16 ივნისს, 10:30 საათზე, მედიაჰოლდინგ კვირას პრესკლუბში რეგიონული პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსის, „კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარის, ზაალ კასრელიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმის საკითხზე მოსკოვში დანიშნული კონსულტაციები.

მიმდინარე პროცესები“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

16 ივნისს, 11:00 საათზე, სასტუმრო „რუმსის“ საკონფერენციო დარბაზში „გარდენ ჰოლი“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „თვინინგის“ მე-5 პროექტის „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მხარდაჭერა დიგიტალიზაციისთვის შესაბამისი გარემოს შექმნისა და დიგიტალიზაციის სტრატეგიის შემუშავების შესახებ“ ოფიციალური გახსნის ღონისძიება გაიმართება.

ღონისძიებას გახსნიან სემეკ-ის თავმჯდომარე დავით ნარმანია, სემეკ-ის წევრი გიორგი ფანგანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე და პროექტის უცხოელი პარტნიორები.

16 ივნისს, 12:00 საათზე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ბათუმში ბრიფინგს გამართავს.

თემა: 16/20 ივნისის აქციები და ევროინტეგრაციის გზა

მის: ბათუმი, კოტე მარჯანიშვილის 2 (ვარდების სკვერთან, პარტიის ოფისში)

საკონტაქტო: 555602634 ირაკლი გაბისონია

16 ივნისს, 12:00 საათზე, თერჯოლის გამგეობასთან დაკავებული, მოჭიდავე ლაშა დევიძის მხარდამჭერი საპროტესტო აქცია გაიმართება.

საკონტაქტო: დიმიტრი გურგენიძე - 577901624

16 ივნისს, 12:00 საათზე, ინიციატივის „გადადი ნაბიჯი ევროპისკენ“ ფარგლებში გორში მორიგი შეხვედრა გაიმართება.

მის: გორი, თამარ მეფის 76, (სასტუმრო „ვიქტორია“).

საკონტაქტო: მარიამ მაღულარია, 595 51 94 51

16 ივნისს, 13:00 საათზე, „საქართველოს ფოსტის" ორგანიზებით, ევროპის ეროვნული საფოსტო ოპერატორების გაერთიანების "Post Europ" - ის თემატიკით შექმნილი „Europa 2022" - ის საერთაშორისო საკონკურსო მარკების პრეზენტაცია გაიმართება.

მის: ლადო გუდიაშვილის ქუჩა N 11; ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზი

16 ივნისს, 15:00 საათზე, წალკაში, მულტიკულტურულ მუნიციპალიტეტში, პირველი ადგილობრივი მედიის TOK TV-ს ოფისის გახსნება.

მის. წალკა, სოფელი კოხტა.

საკონტაქტო: ირმა ჭარაქაშვილი - 577 69 41 03

16 ივნისს, 15:30 საათზე, ჭადრაკის სასახლეში საქართველოს პირველი ინტერრელიგიური ჩემპიონატი ჭადრაკში გაიმართება, რომელიც სწრაფი ჭადრაკის ფორმატში (15 წთ. – 10 წმ-ის დამატებით) ჩატარდება.

მის: კოსტავას ქ.37ა

16 ივნისს, 19:00 საათზე, „Axsis Towers“-ის გახსნის ღონისძიება გაიმართება.

მის: ჭავჭავაძის გამზ.37მ.

საკონტაქტო პირი: თამარ გედევანიშვილი - 599303636.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა