ასლან ბჟანია - აფხაზეთში ნატო-ს თვითმფრინავების მიერ დიდი რაოდენობით დარღვევები ფიქსირდება

აფხაზეთის „სამართალდამცავი ორგანოები“ ნატოს ბლოკის სადაზვერვო თვითმფრინავების მიერ ე.წ. რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრების დარღვევასთან დაკავშირებული ინციდენტების დიდ რაოდენობას აფიქსირებენ. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საზეიმო შეხვედრაზე, დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა.

მან დე ფაქტო უწყებას სამუშაოების ოპერატიული კომპონენტის გაძლიერებისკენ მოუწოდა.

„საჭირო იქნება თქვენს საქმიანობაში ოპერატიული კომპონენტის გაძლიერება. იმიტომ, რომ ძვირფასო კოლეგებო, მოდის რთული, ძალიან რთული დროება”, - განაცხადა „პრეზიდენტმა“.

მან ისაუბრა თავდაცვის სამინისტროს ანგარიშზეც, რომელშიც მისი თქმით, მოცემულია ინფორმაცია ნატოს თვითმფრინავების მიერ სახელმწიფო საზღვრის დარღვევის შესახებ.

„თითქოს და რა არის აქ ისეთი, რაც მათ არ იციან? მდინარე ენგური მიედინება იქ, სადაც მიედინება, გალი არის იქ, სადაც არის, მაგრამ არაფერიც - აფიქსირებენ ჯარების ახალ გადაადგილებას, შესაძლებელია საინჟინრო ნაგებობებსაც, რომლებსაც ჩვენ ვქმნით, მზადება მიმდინარეობს სერიოზული ძალისხმევისთვის, სამხედრო აქციისთვის“, - განაცხადა ბჟანიამ.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერული პროექტების ნოვატორულ დიზაინ კონცეპციებს NBK-ს ტერაკოტას საფასადე მასალებით აღასრულებს
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
Tempo Beverages-მა „ზედაზენის“ საკონტროლო პაკეტი შეიძინა – ისტორიული გარიგება ქართული სასმელების სექტორში
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა