მიხეილ ხიდურელი - ჩვენი სააგენტოს პორტფელში „კასს ლენდი" ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ეკოტურისტული პროექტია, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის ტურისტულ პოტენციალში

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით, საქართველოს კიდევ ერთი მსხვილი და განსხვავებული ტურისტული პროექტი შეემატა და გვიხარია, რომ „კასს ლენდი" ჩვენს პორტფელში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტურისტული პროექტია, რომელიც მიმზიდველი ლოკაცია იქნება როგორც უცხოელი, ისე ადგილობრივი ტურისტებისთვის და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის ტურისტულ პოტენციალში, - ამის შესახებ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა წალკის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაშბაშში, პირველი ეკოტურისტული პროექტის „კასს ლენდის" გახსნის შესახებ განაცხადა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, „კასს ლენდი" კომპანია „კასს ჯგუფის" პროექტია.

პროექტის ფარგლებში წალკის კანიონზე, დაცულ ტერიტორიაზე 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი მოეწყო, თანმდევი ეკოტურისტული ბილიკებითა და ვიზიტორთა ცენტრით. მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე აშენდა სასტუმროები და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურა.

უწყების განცხადებით, პროექტის ფარგლებში 250-ზე მეტი ადგილობრივი გადამზადდა და დასაქმდა. ამასთან, პერსონალი სრულად დაკომპლექტებულია ადგილობრივი მოსახლეობისგან.

კომპანია „კასს ჯგუფი" სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ინდუსტრიული კომპონენტის ბენეფიციარია და სესხის პროცენტის სუბსიდირებით სარგებლობს.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ინდუსტრიული კომპონენტის ფარგლებში კომპანიამ კანიონისა და სასტუმროს პროექტების განხორციელებისთვის ჯამში 10 მილიონი ლარის სესხით ისარგებლა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა